ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ თვრამეტ საბავშვო ბაღს წელს 165 აღსაზრდელი ამთავრებს.
აღმზრდელები კურსდამთავრებულებს გამოსამშვიდობებელი ზეიმებით ულოცავენ გზას სკოლისაკენ.
ამ ფოტოებზე ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის უფროსჯგუფელთა ზეიმია აღბეჭდილი.
მშობლიურ ბაღთან გამოსამშვიდობებელ ზეიმზე აღმზრდელების – მაია ნანიტაშვილისა და ნანა ჯოხაძის, მუსიკის პედაგოგ თამრიკო ოსანაძის, ინგლისურის მაწავლებელ ეკა ჩეკურიშვილის ძალისხმევით მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები გამოავლინეს კურსდამთავრებულებმა.
მათ ლექსებითა და სიმღერებით გამოხატეს სამშობლოს, მშობლიური ბაღისა და აღმზრდელებისადმი პატივისცემა და სიყვარული, მოსწავლეობის მოლოდინით განცდილი სიხარული. უფროსჯგუფელთა მიერ შესრულებულმა ქართულმა ხალხურმა ცეკვებმა, დარბაზის დეკორაციებმა და კოსტიუმებმა მშობელთა და ზეიმზე მოწვეული სტუმრების მოწონება დაიმსახურა.
ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის გამოსაშვები ჯგუფის აღსაზრდელთა აღზრდასა და განათლებაზე ზრუნავდნენ აღმზრდელის თანაშემზე მზია ლურსმანაშვილი, ლოგოპედი ლალი შარაშიძე, სპეცპედაგოგი ნატო ნიშნიანიძე, ფსიქოლოგი ნათია გოგსაძე, მეთოდისტი ლია ხმალაძე, ღონისძიებების მენეჯერი ირმა სებისკვერაძე, ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულთა გაერთიანების სასწავლო პროგრამების კოორდინატორი თამარ ავალიშვილი.
ზეიმის დასასრულს კურსდამთავრებულებს სკოლისაკენ გზა დაულოცეს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკო თოფურიძე, საბავშვო ბაღის გამგემ ნანა რევაზიშვილმა და სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა.
გზა დაელოცოთ პატარებს ცოდნის ახალ სამყაროში. საბავშვო ბაღის კედლებში მათზე მზრუნველ ადამიანებს კი მრავალი განათლებული, ჯანმრთელი და ბედნიერი თაობის დაფრთიანებას ვუსურვებთ.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი