

თხილის კულტურის შენარჩუნებისთვის აუცილებელია კომბინირებული წამლობა – როგორც აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, ასევე მცენარის სოკოვანი დაავადებებისგან დასაცავად. ამის შეახებ სეს-ის მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა აბაშაში, ერთ-ერთი ფერმერის პლანტაციაში სტუმრობისას განაცხადა.
სეს-ის მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის, ნიკა მესხის თქმით, შესაბამისი შეწამვლითი ღონისძიებებით, შესაძლებელია, მოსავლის რაოდენობისა და ხარისხის შენარჩუნება.
თავის მხრივ, ფერმერებმაც აღნიშნეს, რომ სოფელში უწყების რეკომენდაციებს იცავენ და წამლობაც უკვე მეოთხედ განახორციელეს.
აღსანიშნავია, რომ სეს-ის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 155 ათასამდე ჰექტარი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და სოფლის ტერიტორიები, ხოლო ცივი შესხურებით – 4 000-მდე ჰექტარი. აზიური ფაროსანას სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ, დამონტაჟებულია 50 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური. სულ ღონისძიებები ჩატარდა 22 მუნიციპალიტეტის 382 სოფელში.
სტატია მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის, შესაძლოა, არ
წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი