

19 ივნისს ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ფარცხნალის სასოფლო განყოფილებაში მოეწყო თემატური ღონისძიება „ჩვენი ენა ქართული“.
ღონისძიება გახსნა სოფელ ფარცხნალის ბიბლიოთეკარმა ზოია გველესიანმა. მან აღნიშნა, რომ სოფელში მოსახლეობა მოკლებულია კულტურულ ღონისძიებებს და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რომ ერთი დღე მიუძღვნას დედაენას, ქართულ ენას.
ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის შესახებ შექმნილი პროზაული და პოეტური ნაწარმოებები წარუდგინეს მაყურებელს.
ღონისძიებაზე ანსამბლი „საუნჯე“ მრავალფეროვანი ქორეოგრაფიული და ხალხური სიმღერის რეპერტუარით წარსდგა დამსწრეთა წინაშე.
დასასრულს პედაგოგმა მერი გიორგიძემ მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს და მონაწილეებს.
ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,