

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, უმსხვილესი ამერიკული კომპანია Bechtel-ის წარმომადგენლებს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს.
„ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბის პროექტებს ვახორციელებთ. 2021 წლისთვის ვგეგმავთ სივრცითი მოწყობის პროგრამით გათვალისწინებული ჩქაროსნული ავტომაგისტრალების დასრულებას. ზაფხულში გამოვაცხადებთ ტენდერებს რიკოთის და ქვეშეთი-კობის მონაკვეთებზე. პროექტების მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე, დაინტერესებული ვართ ვითანამშრომლოთ მაღალი სტანდარტის გამოცდილ კომპანიებთან, რათა მივიღოთ ხარისხიანი საგზაო ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ირაკლი ქარსელაძემ, კომპანიის წარმომადგენლებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის, ქვეშეთი-კობის, რუსთავი-წითელი ხიდის, ალგეთი-სადახლოსა და ფოთის ხიდის პროექტების შესახებ.
Bechtel 1898 წელს დაარსდა და საინჟინრო-სამშენებლო მიმართულებით მუშაობს. კომპანია, რომელიც წელს უმსხვილეს ამერიკულ კომპანიად დასახელდა, ინფრასტრუქტურულ პროექტებს 160 ქვეყანაში ასრულებს, მათ შორის – ბალკანეთის ქვეყნებსა და თურქეთში. Bechtel – მა საქართველოში უკვე განახორციელა რამდენიმე პროექტი ენერგეტიკის სფეროში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,