

სტატია მომზადებულია ფაქტ-მეტრის მიერ.
მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მიხედვით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულდეს. მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით კი, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიგი მონაკვეთების მშენებლობის დასრულების ვადები 2021-2022 წლებია. ფაქტ-მეტრის დასკვნით, აღნიშნული დაპირება არ შესრულდა.
ამჟამად ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე 200 კილომეტრი გზა არის დასაგები. მშენებლობის 2020 წელს დასასრულებლად, წელიწადში, საშუალოდ, 66.6 კილომეტრი გზა იქნებოდა გასაყვანი. მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, წელიწადში, საშუალოდ, 18 კილომეტრი გზა შენდებოდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მშენებლობის ყველაზე რთული მონაკვეთებია დარჩენილი.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი