ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლამ (დირექტორი ლალი ალექსიძე) მსმენელი „ვალსების საღამოზე“ მიიპატიჟა.
კლასიკური მუსიკის მოყვარულთა წინაშე წარდგნენ სამუსიკო სკოლის მოსწავლეები. მათ უცხოელი და ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილი „ვალსები“ ფორტეპიანოზე და ასევე ვიოლინოს თანხლებით საკმაოდ დახვეწილად და მაღალ დონეზე შეასრულეს.
სამუსიკო სკოლის დარბაზში ჟღერდა შილერის, ჩაიკოვსკის, შუბერტის, ვებერის, მაიკაპარის, შტრაუსის, რეხინის, დიურანის, გლინკას, შოპენის, ჯოისის, ჯოპლინის, ხაჩატურიანის, მ. მერაბიშვილის „ვალსები.“
სამუსიკო სკოლის პატარა მომღერლებმა შეასრულეს ვ. აზარაშვილის „რა ტურფა გაზაფხულია,“ გოგონათა ანსამბლმა იმღერა თ. ვაშაკიძის „გაზაფხული,“ თინათინ შავიძემ და თეკლა გაჩეჩილაძემ კი მსმენელის მოწონება დაიმსახურეს ნ. ომიაძის სიმღერებით „გაზაფხულის მეჯლისი“ და „ენკი-ბენკი.“
მსმენელისთვის ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა სხვადასხვა ეპოქისა და სტილის ვალსების მხიარული და მსუბუქი ბგერები. კლასიკური ნაწარმოებები შეასრულეს მოსწავლეებმა: ლიზი კურტანიძემ, ნატა და ნინო გვაზავებმა, ნათია კაციტაძემ, მარიამ ხაჩიძემ, თეკლა ებანოიძემ, ელენე ტალახაძემ, თეონა ჭიპაშვილმა, მარიამ ტაბატაძემ, მარიამ ფცქიალაძემ, თამთა კიკნაძემ, მარიამ კალატოზმა, ქეთევან მანჯავიძემ, ანა მეიფარიანმა, სალომე მაჭავარიანმა, თამარ მეიფარიანმა, არმაზ შავიძემ.
კონცერტზე კიდევ ერთხელ თვალნათლივ გამოჩნდა სამუსიკო სკოლის პედაგოგების – ხათუნა მაჭავარიანის, დალი მერაბიშვილის, დარეჯან კაციტაძის, დარეჯან გვაძაბიას, თამარ ჩიმაკაძის, ალა კვირიკაშვილის, სკოლის კონსულტანტის, ზურაბ ვასაძის დიდი და ნაყოფიერი შრომა, მოსწავლეთა პასუხისმგებლიანი და ინტერესიანი დამოკიდებულება კლასიკური მუსიკისადმი, მშობლების თანადგომა და მხარდაჭერა.
კონცერტის ბოლოს სამუსიკო სკოლის დირექტორმა ლალი ალექსიძემ კონკურსში – „მომავლის ვარსკვლავები“ მონაწილე გოგონათა გუნდის წევრებს ქეთევან მანჯავიძეს, ქრისტინე ლაცაბიძეს, მარიამ ფცქიალაძეს, სალომე მაჭავარიანს, ლიზი ლაცაბიძეს, თეკლა ებანოიძეს, მარიამ მანჯავიძეს, თამთა კიკნაძეს, ლიზი დევდარიანსა და სოლისტ მარიამ მანჯავიძეს ლაურეატის დიპლომები გადასცა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ ლამაზი კონცერტისთვის მადლობა გადაუხადა სამუსიკო სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს და წარმატებები უსურვა.
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში