

რეგიონების ეკონომიკურ-სოციალურ განვითარებაზე, დაგეგმილ რეფორმებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
შეხვედრას მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და რწმუნებულ-გუბერნატორები ესწრებოდნენ.
მინისტრმა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული სამუშაოს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით იგეგმება რეფორმა, რაც უფრო მეტ საშუალებას მისცემს რეგიონებს განვითარებისთვის.
„მნიშვნელოვანია, უშუალოდ თქვენგან მოვისმინოთ, რა ტიპის პროექტებია გასაკეთებელი თითოეულ ქალაქსა და სოფელში, რა პირველადი საჭიროებები აქვს მოსახლეობას. იმისთვის, რომ მივიღოთ საუკეთესო შედეგი და თანხა მხოლოდ მიზნობრივად დაიხარჯოს, საჭიროა ვიცოდეთ რას, სად, რა ვადებში და რატომ ვაკეთებთ. ამიტომ, ბიუჯეტის დაგეგმვისას სწორედ თქვენს მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტებით ვხელმძღვანელობთ,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მინისტრმა ადგილებზე არსებულ მდგომარეობასა და პრობლემებზე რწმუნებულ-გუბერნატორებისგან ინფორმაცია მიიღო და მათი წინადადებებიც მოისმინა.
საუბარი ასევე შეეხო ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას, რისთვისაც საჭიროა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი