

დასავლეთ საქართველოში ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად USAID-მა სურსათის ეროვნულ სააგენტოს 17 ერთეული ტრაქტორი, რომელიც აღჭურვილია პესტიციდების გაფრქვევის უსაფრთხო სისტემით, და პერსონალური დამცავი აღჭურვილობა გადასცა. სპეციალიზებული ტექნიკის და აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიება აბაშის მუნიციპალიტეტში, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში გაიმართა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის თქმით, ამერიკის მთავრობა მავნებელთან ბრძოლის პროცესში ქართულ მხარეს, უკვე ორი წელია, მნიშვნელოვან დახმარებას უწევს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა რეგიონში მიმდინარე სამუშაოები შეაფასა. როგორც ლევან შონია ამბობს, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაწყებული წამლობის შედეგი ეფექტურია.
მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის, შესაძლოა, არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
8 თებერვალს საქართველოში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე
დღეს, 11 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“
6 თებერვალს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში კონკურსის,
გაზაფხულიდან გაიყიდება ფუტკრის ძლიერი ოჯახები, 10 ჩარჩოზე.