ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისში სასკოლო მზაობის ჯგუფს „კარფურის“ წარმომადგენლები დღეს, 29 მაისს, ესტუმრენ.
აღსაზრდელებს კომპანია „კარფურის“ წარმომადგენლებმა ინდივიდუალური სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს. სასკოლო მზაობის ჯგუფი დაასაჩუქრეს ტელევიზორით, სათამაშოებით, ჰიგიენური საშუალებებითა და ტკბილეულით, რომ პატარებმა მეცადინეობის შემდეგ წაიხემსონ.
„ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობა, – აღნიშნა მარელისელ პატარებთან შეხვედრის შემდეგ „კარფურის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინო რამიშვილმა, – სასკოლო მზაობის ჯგუფის აღმზრდელ თამარ მაისურაძესგან შევიტყვეთ აღსაზრდელთა საჭიროებები.
ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ ულამაზეს სოფელში სასკოლო მზაობის ჯგუფის არსებობა. ეს აუცილებელია პატარების განვითარებისა და სოციალიზაციისთვის. მსგავს აქტივობებს „კარფური“ ხშირად ახორციელებს როგორც თბილისში, ისე საზღვრისპირა სოფლებში. ხარაგაულში პირველად ვართ. ერთი ჩამოსვლით ვერ გადავწყვეტთ იმ პრობლემებს, რაც ადგილზეა, მაგრამ ჩვენი წვლილი შევიტანეთ და გვინდა, სხვა ორგანიზაციებმაც მოგვბაძონ.“
„კარფურმა“ მარელისში სასკოლო მზაობის ჯგუფის საჭიროებები არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ საშუალებით შეიტყო. „სიდამ“ მარელისში გასულ წელს გარე განათების ქსელი და მზის ენერგიაზე მომუშავე სადგური დაამონტაჟა. „სიდას“ ჟურნალისტი ლიკა კასრაძე მაშინ ადგილზე გაეცნო სოფლის პრობლემებს.
„შევხვდი აღმზრდელ თამარ მაისურაძეს, – ამბობს ლიკა კასრაძე, – გადავიღე სასკოლო მზაობის ჯგუფის პრობლემები და განვათავსე ორგანიზაციის საიტზე. ძალიან იაქტიურა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ნაბიჯი ხარაგაული“ და მისმა ხელმძღვანელმა რუსუდან გურგენიძემ. მან ჩემი მასალა სხვადასხვა კომპანიებს გადაუგზავნა. გამოგვეხმაურა „კარფური.“ მოვუწოდებ სხვა კომპანიებს, რომ მათაც გასწიონ ქველმოქმედება, რადგან სოფლად მცხოვრები ოჯახებისთვის საბავშვო ბაღების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია.“
მარელისის სასკოლო მზაობის ჯგუფის აღმზრდელმა, აღსაზრდელებმა, აღსაზრდელთა მშობლებმა, სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნიკოლოზ მაღრაძემ და ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა მამუკა ჭიპაშვილმა მადლობა გადაუხადეს „კარფურის“ წარმომადგენლებს ქველმოქმედებისათვის.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი