

ხარაგაულის მუნიციალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2009-2013 წლებში პრემიის სახით გაცემულია 661 714 ლარი.
2009 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან პრემია ორჯერ გაიცა – იანვარსა და დეკემბერში. გამგეობიდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2009 წელს დასაქმებული იყო 135 პირი გამგეობის, საკრებულოს, სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა ჩათვლით. იანვარში პრემია მიიღო 129 დასაქმებულმა. მათ შორის გამგეობის თანამშრომლებმაპრემიის სახით 70-70 ლარი ლარი მიიღეს. 2009 წელს გამგებელს ორი მოადგილე ჰყავდა. აპარატში კი 14 თანამშრომელი მუშაობდა. გამგეობის სამსახურებში 26 პირი იყო დასაქმებული, ხოლო ტერიტორიულ ორგანოებში – 45, სამხედრო სამსახურში – 7.
საკრებულოში დასაქმებულ თხუთმეტ თანამშრომელს 2009 წლის იანვარში ხელფასის ოდენობის პრემია დაერიცხა. 2009 წლის იანვარში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოცმა თანამშრომელმა პრემიის სახით 40-40 ლარი მიიღო. სულ 2009 წლის იანვარში პრემიის სახით15 756 ლარი გაიცა.
იმავე წლის დეკემბერში პრემიის სახით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 55 749 ლარი გაიცა 132 დასაქმებულ პირზე. თითოეულმა მათგანმა ხელფასის ოდენობის პრემია მიიღო.
2010 წელს პრემია მხოლოდ ერთხელ – დეკემბერშია გაცემული აბსოლუტურად ყველა – 134 თანამშრომელზე. ყველა მათგანს ხელფასის ოდენობის პრემია დაერიცხა. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოცმა თანამშრომელმა კი პრემიის სახით 150-150 ლარი მიიღო. ჯამში 2010 წლის დეკემბერში 53 160 ლარი გაიცა.
2011 წელს გამგეობაში, საკრებულოსა და სახანძრო-სამაშველო სამსახურში სულ 153 თანამშრომელი იყო დასაქმებული. პრემია გაცემულია იანვარში, მარტში, აპრილსა და დეკემბერში.
იანვარში 60-60 ლარი მიიღო 141-მა თანამშრომელმა. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოცმა თანამშრომელმა – 100-100 ლარი. 49 დასაქმებულმა ქალბატონმა მარტში პრემიის სახით 60-60 ლარი მიიღო. აპრილში პრემიის სახით გაცემულია 8 880 ლარი 142 თანამშრომელზე. მათ შორის – 60-60 ლარი მიიღო 133-მა თანამშრომელმა, ხოლო გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ცხრა თანამშრომელზე – 100-100 ლარი გაიცა.
დეკემბერში გაცემულია დახმარება და პრემია. დახმარების სახით 300-300 ლარი მიიღო 144-მა თანამშრომელმა, სულ დახმარების სახით გაიცა 43 200 ლარი.
დეკემბერში პრემიის სახით 144 თანამშრომელზე გაცემულია ხელფასის ოდენობის პრემია, სულ – 59 450 ლარი.
2012 წელსხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში და საკრებულოსა და სახანძრო-სამაშველო სამსახურში სულ 169 პიროვნება მუშაობდა. პრემიები 2012 წელს იანვარში, მარტში, აპრილში, აგვისტოში, სექტემბერსა და დეკემბერში გაიცა.
იანვარში 130-130 ლარი მიიღო 142-მა თანამშრომელმა;
მარტში – 130-130 ლარი – 51-მა დასაქმებულმა ქალბატონმა;
აპრილში 141-მა დასაქმებულმა პრემიის სახით – 130-130 ლარი;
აგვისტოში 160-მა დასაქმებულმა – 130-130 ლარი;
სექტემბერში 159-მა თანამშრომელმა მიიღო ხელფასის ტოლიპრემია;
დეკემბერში ასევე ხელფასის ტოლი პრემია აიღო 157-მა თანამშრომელმა.
ხარაგაულის მუნიციალიტეტის გამგეობიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წელს გამგეობაში და საკრებულოსა და სახანძრო-სამაშველო სამსახურში დასაქმებულია 258 თანამშრომელი. პრემიები გაიცა იანვარში, მარტში, აპრილში, ივნისში, აგვისტოში, ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში.
2013 წლის იანვარში 250-250 ლარი პრემიის სახით გაცემულია 156 თანამშრომელზე.
მარტში 54 ქალბატონზე 130-130 ლარი გაიცა, იმავე თვეში პრემიის სახით 1 200 ლარი მიიღო გამგებლის ყოფილმა მოადგილე ვლადიმერ მაღლაკელიძემ.
აპრილში 130-130 ლარი მიიღო 113-მა თანამშრომელმა.
ივნისში პრემია გაიცა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ყოფილ უფროს გულნარა ტოროშელიძეზე 2 500 ლარის ოდენობით, გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩხეიძეზე – 1 200 ლარის ოდენობით, გამგებელ კობა ლურსმანაშვილზე – 2 360 ლარის ოდენობით.
აგვისტოში გამგეობის თანამშრომლებმა: ნელი მდივნიშვილმა, დავით დევდარიანმა და ვლადიმერ გელაშვილმა პრემიის სახით 1 000-1 000 ლარი მიიღეს, 560-560 ლარი მიიღეს ნინო მაღლაკელიძემ, ინგა ჭიპაშვილმა და ნანა თხელიძემ, 540 ლარი მიიღო – დარეჯან მეტრეველმა.
გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა და მისმა სამმა მოადგილემ (პაატა გოგოლაძე, უშანგი ბერაძე, მიხეილ ჭიპაშვილი) ხელფასის ოდენობის პრემია მიიღეს (2 360 და 1 200 ლარი), აგვისტოში 900 ლარი პრემია მიიღო დაბა ხარაგაულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა გივი თხელიძემ.
აგვისტოში საკრებულოშიპრემია მიიღო შვიდმა თანამშრომელმა: საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა გოგსაძემ – 1 200 ლარი, პავლე გორგაძემ და ბესო ჩუბინიძემ – 1000-1000 ლარი, ლენა კალანდაძემ, მარინა კვინიკაძემ, ხათუნა გურგენიძემ და ზაალ ორბელაძემ – 325-325 ლარი.
ოქტომბერში პრემიის სახით 350-350 ლარი მიიღო ტერიტორიული ორგანოს ოცივე რწმუნებულმა (სულ 7 000 ლარი).
ნოემბერში პრემიის სახით 540-540 ლარი გაიცა გამგეობის სამ თანამშრომელზე (ლამარა მესხი, არჩილ ლურსმანაშვილი, რამაზ სებისკვერაძე), 560 ლარი ერთ თანამშრომელზე (ზვიად ორჯონიკიძე), 750 ლარი ერთ თანამშრომელზე (გივი თავზარაშვილი).
დეკემბერში პრემიის სახით გაიცა 111 410 ლარი. 200-200 ლარი – სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლებზე (უფროსისა და მოადგილის გარდა), ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომლებზე – 300-300 ლარი, ყველა სხვა თანამშრომელმა ხელფასის ტოლი პრემია მიიღო. 1 120 ლარი გაიცა გამგეობის ორ თანამშრომელზე – ნანა გიორგაძესა და პავლე შარიქაძეზე, ხოლო 1000 ლარი ნინო ფერაძეზე. გამგეობიდან მიღებული ინფორმაციით, დეკემბერში სულ პრემია გაიცა – 222 თანამშრომელზე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგლობრივი ბიუჯეტიდან პრემიის სახით სულ
2013 წელს გაიცა 205 760 ლარი;
2012 წელს – 207 559 ლარი;
2011 წელს – 123 730 ლარი;
2010 წელს – 53 160 ლარი;
2009 წელს – 71 505 ლარი.
ნინო კაპანაძე
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“