

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ქიმიური წამლობა სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს. მავნებლის განადგურებისთვის, სპეციალისტების რჩევით, ყველაზე ეფექტური ბიფენტრინის შემცველი პრეპარატებია. ამავე შემცველობის ქიმიურ საშუალებებს იყენებს მოსახლეობა საკარმიდამო ნაკვეთების შესაწამლად.
იმისთვის, რომ ტერიტორიის ქიმიური დამუშავებისას ადამიანის ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს, უსაფრთხოების ნორმების დაცვის აუცილებლობაზე არაერთი საინფორმაციო მასალა მომზადდა, თუმცა მოსახლეობის მხრიდან კვლავ რჩება კითხვები.
ამ საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციისთვის ტოქსიკოლოგს დავუკავშირდით. თეიმურაზ კობიძე განმარტავს, რომ ბიფენტრინის შემცველი პრეპარატები სინთეზური პირეტროიდების ჯგუფს განეკუთვნება. ის მწერებსა და ფეხსახსრიანებში ნერვ-კუნთოვანი სისტემის მოშლას იწვევს, რაც საბოლოოდ მავნებელს კლავს. პრეპარატი, შესხურებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში, შესაძლებელია, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი იყო.
შეწამვლისას საჭიროა ხელთათმანის, დამცავი ტანსაცმლის და სათვალის, რესპირატორის გამოყენება.
სპეციალისტი მოსახლეობას ურჩევს, რომ მოწამვლის პირველი სიმპტომების შემთხვევაში სამედიცინიო დაწესებულებას მიაკითხოს.
სტატია მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის, შესაძლოა, არ
წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი