პრეზიდენტი სასახლეში სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „დამოუკიდებლობა თავისუფლებისათვის – სასკოლო კლუბების ქსელი“ მონაწილეებს შეხვდა. ამ პროექტში ხარაგაულიდან #3 საჯარო სკოლა (დირექტორი მარინა ხვედელიძე) მონაწილეობდა.
საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ განხორციელებული პროექტი მიზნად ისახავს სკოლებში საკლუბო საქმიანობის განვითარებას, მოსწავლეთა ცოდნის და ცნობიერების ამაღლებას საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს შესახებ, მათ ჩართვას შესაბამისი თემატიკის სხვადასხვა ღონისძიებებში, რაც გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, ზოგადად, ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას და სასკოლო ცხოვრების გააქტიურებას.
გიორგი მარგველაშვილმა პროექტში მონაწილე აქტიურ და წარმატებულ სკოლებს სერტიფიკატები გადასცა და პროექტის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ რაიონების – გურჯაანის, ყვარლის, საგარეჯოს, მცხეთის, ხაშურის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ბათუმის, ქობულეთის, ფოთის და თბილისის სკოლები მონაწილეობდნენ და პროექტმა მთელი საქართველო მოიცვა.
„ფიქრი საქართველოზე და სამშობლოს მომავალზე ძალიან მნიშვნელოვანია მისი სამომავლო განვითარებისათვის. თქვენი ჩართულობით უზრუნველყოფთ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლების ჩართულობასა და აქტიურობასაც, რომლებიც აცნობიერებენ, რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თაობა ფიქრობს როგორ მიხედოს და მოუაროს საკუთარ ქვეყანას“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პროექტი აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 20-მდე სკოლის 200-მდე მოსწავლეს, პედაგოგებს, საჯარო უწყებებსა და რეგიონალური თემის წარმომადგენლებს.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი