საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავის აღნიშვნა ხარაგაულში ვერტყვიჭალიდან დაიწყო. საიუბილეო თარიღი კონფერენციითა და საზეიმო კონცერტით აღინიშნა.
ვერტყვიჭალის კულტურის სახლში შეკრებილ საზოგადოებას სკოლის დირექტორი ლენა აბაშიძე მიესალმა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
ვერტყვიჭალის კულტურის სახლის ხელმძღვანელმა თემურ ბლუაშვილმა საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიოდი შეგვახსენა. მან მიმოიხილა 1918-21 წლებში მსოფლიოში განვითარებული მოვლენები და საქართველოს თავისუფლების 785 დღე.
თემურ ბლუაშვილმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს ვერტყვიჭალის კულტურის სახლის გაზეთ „თვალსაწიერის“ სპეციალური ნომერი მიუძღვნა. გაზეთში აღწერილია დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე პერიოდი, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, მთავრობის საქმიანობა და ორი წლის შემდეგ რუსეთის მიერ ქვეყნის ანექსია.
მოსწავლეებმა კონფერენცია მხატვრული ნომრებით გაალამაზეს – პატრიოტულ თემებზე დაწერილი ლექსები მაღალი ოსტატობით წაიკითხეს, შესრულდა საქართველოსადმი მიძღვნილი სიმღერები.
ღონისძიებას განსაკუთრებული ელფერი შესძინა სამუსიკო სტუდია „ჰარმონიას“ მოსწავლეების მიერ ფორტეპიანოზე შესრულებულმა კლასიკურმა ნაწარმოებებმა (პედაგოგი გულნაზი აბრამაშვილი).
ვერტყვიჭალაში შეკრებილთ დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და განათლების პროფკავშირების წარმომადგენლებმა.
მიწვეულმა სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს სკოლის დირექციას, პედკოლექტივსა და განსაკუთრებით მოსწავლეებს დამოუკიდებლობის დღის ორიგინალურად აღნიშვნისათვის.
დღესვე ხარაგაულში დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში.
ხვალ, 25 მაისს 11:00 საათზე, ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ღონისძიებას გამართავენ ბაღის ეზოში;
26 მაისს – 10:30 საათზე ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში დაგეგმილია საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
იმავე დღეს 12:00 საათზე ხარაგაულის კინოთეატრში კულტურის ცენტრი გამართავს საზეიმო კონცერტს.
გთავაზობთ ნაწყვეტებს ვერტყვიჭალაში გამართული საზეიმო ღონისძიების მხატვრული განყოფილებიდან.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი