

მესამე წელია, რაც საქართველოში საზოგადოების თვითორგანიზებული ჯგუფის მიერ 18 მაისს ეროვნული სამოსის დღე დაწესდა. ამ დღეს ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მოქალაქეები ქუჩაში მსვლელობით აღნიშნავენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ქუჩებში მსვლელობა ისტორიული მუზეუმიდან დაიწყო. გასულ წლებში ამ დღეს გზადაგზა ქართული ცეკვებითა და ფოლკლორული სიმღერებით აღნიშნავდნენ. ერთი თვის წინ ხარაგაულში ორი ახალგაზრდის ტრაგიკულად დაღუპვის გამო წელს საზეიმო ღონისძიება არ შედგა. მუზეუმის თანამშრომლებმა ღონისძიების დასაწყისში პატივი მიაგეს გარდაცვლილი ალექსანდრე ავალიშვილისა და შოთა ჭიპაშვილის ხსოვნას.
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა.
ამ თარიღთან დაკავშირებით ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ხვალ, 19 მაისს 19:00 საათიდან დაიწყება ღონისძიება „ღამე მუზეუმში,“ ხოლო ორშაბათს, 21 მაისს, 14:00 საათზე – „მოხალისე გიდები.“
მუზეუმის ტრადიციულ ღონისძიებაში წელს ხიდარისა და ღორეშის საჯარო სკოლების მოსწავლეები ჩაერთვებიან.
ფოტოებზე: ეროვნული სამოსის დღე ხარაგაულში

„საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც
პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის