ავიაკომპანიამ Wizz Air 17 მაისიდან დაიწყო რეგულარული რეისები ქუთაისიდან პარიზის, პრაღის, ათენის, ბარსელონასა და რომის მიმართულებით და ავიამიმოსვლას ბუქარესტიდან და ვენიდან ქუთაისის მიმართულებით.

ამ სიახლის აღსანიშნავად 17 მაისს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ღონისძიება გაიმართა. პარიზიდან ქუთაისის მიმართულებით ჩამოფრენილ პირველ რეისს საზეიმოდ დახვდნენ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, Wizz Air-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი იოჰან ეიდჰაგენი და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ქეთევან ალექსიძე. ისინი დამსწრეთა წინაშე შემაჯამებელი მიმართვებით წარსდგნენ.

 

გაეცანით WIZZ AIR-ის ახალ მიმართულებებს ქუთაისიდან

ახალი მიმართულება

 

სიხშირე დაწყების თარიღი მინიმალური ფასი
პარიზი ბოვე

 

სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი 17 მაისი, 2018 129.99 GEL
 

პრაღა

 

 

სამშაბათი, შაბათი

 

17 მაისი, 2018

 

99.99 GEL

 

ათენი

 

 

ხუთშაბათი, კვირა

 

17 მაისი, 2018

 

99.99 GEL

 

ბარსელონა

 

 

ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი

 

18 მაისი, 2018

 

129.99 GEL

 

რომი

 

 

ხუთშაბათი, კვირა

 

19 მაისი, 2018

 

129.99 GEL

 

ბუქარესტი

 

 

სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი

 

3 ივლისი, 2018

 

56.99 GEL

 

ვენა

 

 

სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი

 

15 ნოემბერი, 2018

 

79,99 GEL