საქართველოს ყველა საოლქო საარჩევნო კომისიამ დღეს, 17 მაისს, დაიწყო პროექტი „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“.
პროექტის ფარგლებში კომისიის წევრები მოსახლეობას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ქუჩებში 2018 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ინფორმაციას აწვდიან. ასევე ურიგებენ საინფორმაციო ბუკლეტებს.
#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიამ ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრები დაბა ხარაგაულიდან დაიწყო.
„საინფორმაციო კამპანია ცესკოს ეგიდით ტარდება, – ამბობს #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გია ცისკაძე, – აქციის მიზანია ამომრჩევლების გათვითცნობიერება, საარჩევნო ადმინისტრაციებსა და ამომრჩევლებს შორის კომუნიკაციის გაძლიერება.“
მორიგი შეხვედრა ამომრჩევლებთან 22 მაისს ვერტყვიჭალაში გაიმართება, 24 მაისს – ხიდარში, 28 მაისს – საღანძილეში, ხოლო 30 მაისს – ბაზალეთში. აქცია ყველგან 12:00 საათზე დაიწყება.
6 ივნისს 12:00 საათზე #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისია დაინტერესებულ ამომრჩევლებსა და არჩევნებში ჩართულ მხარეებს საჯარო შეხვედრაზე იწვევს.
საინფორმაციო კამპანია „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ მომავალ თვეებში სხვა აქტივობებით გაგრძელდება. აგვისტოსა და სექტემბერში ამომრჩევლები მიიღებენ ინფორმაციას საკუთარი საარჩევნო უფლებების შესახებ. დაგეგმილია აქციები „იპოვე შენი თავი, იპოვე შენი უბანი“ და „იცოდე შენი საარჩევნო უფლებების შესახებ.“
ფოტოებზე: #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აქცია – „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ ხარაგაულში
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი