

16 მაისს ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრში საბავშვო სპექტაკლის „წითელქუდას ზღაპარი“ პრემიერა შედგა.
სპექტაკლი ფრანგი მეზღაპრის შარლ პეროს ცნობილი ზღაპრის „წითელქუდა“ მიხედვით რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ დადგა. სპექტაკლის მხატვარია გაიოზ შუბითიძე, მუსიკალური გამფორმებელი დალი მერაბიშვილი, ოპერატორები დავით კვირიკაშვილი და ირაკლი შარიქაძე.
მთხრობელის როლს ბათუ კიკნაძე ასრულებს, წითელქუდას – თამთა კიკნაძე, „მგელი“ ვასილ კიკნაძეა, დედა – ლია ჭიპაშვილი, ბებია – ლუიზა კიკნაძე, მონადირე – ნიკო წიკლაური, ექიმი – გიორგი ჭიპაშვილი.
მუსიკალურად და იუმორით გაფორმებულმა სპექტაკლმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
ამ ფოტოზე მსახიობები პრემიერის შემდეგ რამდენიმე მაყურებელთან ერთად აღვბეჭდეთ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,