

3 მაისს მსოფლიო ყოველწლიურად აღნიშნავს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს.
ეს დღე იმ ფაქტს გვახსენებს, რომ თავისუფალი მედია დემოკრატიის ქვაკუთხედია, გვახსენებს მედია პლურალიზმის მნიშვნელობას, ობიექტური, ხარისხიანი, ეთიკური ჟურნალისტიკის როლს მოქალაქეთა ინფორმირების, მათი ინტერესების დაცვის და ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხში.
ჩვენ ბევრი რამ გვსმენია დამოუკიდებლობის შესახებ, თუმცა დამოუკიდებლობის რეალური არსის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. ვიცით, რას ნიშნავს დამოუკიდებელი აზრი, ვიცით იმ ჟურნალისტების შესახებ, რომლებიც პრობლემებს იკვლევენ და ხშირად უშუალო საფრთხის პირისპირ დგანან; მაგრამ გაცილებით ნაკლებად ვიცნობთ მედია-მენეჯერების საქმიანობას, რომლებიც ოფისებში მუშაობენ და უზრუნველყოფენ სხვადასხვა სახის ინფორმაციის ეთერში გასვლას ან გამოქვეყნებას ასევე, არაფერი ვიცით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ხელფასების და მომწოდებელთა ანაზღაურების გაცემა.
ეს ის საკითხია, რომლის შესახებ ევროკავშირი კარგად არის ინფორმირებული. „საფრთხეები, რომლებიც თავისუფალ ჟურნალისტიკას ემუქრება, კომპლექსურია“, აღნიშნა ევროპული სამეზობლოს კომისარმა იოჰანეს ჰანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მედია კონფერენციაზე გასული წლის სექტემბერში: „პირადი ინტერესები და კონცენტრირებული მედია-მფლობელობა ხშირად ართულებს დამოუკიდებელი მედიის არსებობას“, აღნიშნა ასევე ევროკომისარმა და ხაზი გაუსვა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია „გზების ძიება მედიის ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველსაყოფად“.
„საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც
პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის