ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისში სასკოლო მზაობის ჯგუფის აღსაზრდელებს, დღეს, პირველ მაისს, საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ესტუმრა.
მასთან ერთად მარელისში ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი იმყოფებოდა.
საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე სასკოლო მზაობის ჯგუფის აღსაზრდელების საჭიროებებს გაეცნო.
აღმზრდელ თამარ მაისურაძის ინფორმაციით, გამოსაცვლელია სკამები და შენობაში შესაყვანია წყალი. მისივე ინფორმაციით, წყლის პრობლემა არდადეგების დროს მოგვარდება. წყალი შენობის ეზომდე მიყვანილია. შეძენილია ყველა საჭირო მასალა შენობაში წყლის სისტემის მოსაწყობად.
საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას პრობლემების მოგვარებაში თანადგომას დაჰპირდა. მან მარელისელი პატარები ტკბილეულით დაასაჩუქრა.
„როგორც მოგეხსენებათ, სასკოლო მზაობის ჯგუფში აღსაზრდელთა კვება არ არის გათვალისწინებული, – ამბობს აღმზრდელი თამარ მაისურაძე, – აქ ისინი ოთხი საათის განმავლობაში – დილის ცხრა საათიდან პირველ საათამდე მეცადინეობენ. თუმცა, ტკბილეულით წახემსება მათთვის ძალიან კარგია.“
მარელისში სასკოლო მზაობის ჯგუფი ა/ო „კივიტას გეორგიკას“ პროექტის ფარგლებში 2017 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა.
2018 წლის იანვრიდან აღმზრდელის ხელფასს ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება აფინანსებს. ამჟამად ჯგუფში თორმეტი აღსაზრდელია.
სასკოლო მზაობის ჯგუფები იმ სოფლებში იხსნება, სადაც საბავშვო ბაღები არ ფუნქციონირებს.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.