12 მაისს საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.
თქმულების თანახმად, ქრისტეს მოციქულმა საქართველოში ყოფნისას რამდენიმე მთაზე აღმართა ჯვარი.
გადმოცემით, ერთ-ერთი ასეთი მთა ხარაგაულის ტერიტორიაზეა, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში (ზღვის დონიდან 2439 მ.) მდებარეობს. ამ მთას ადგილობრივები „რკინისჯვარს“ უწოდებენ.
მთა „რკინისჯვარზე“ ანდრიაობის დღესასწაულის მოლოცვით აღნიშვნას 16-წლიანი ტრადიცია აქვს.
ტრადიცია გრძელდება, მსვლელობის მონაწილეები 2018 წლის 12 მაისს, წმიდა ანდრია პირველწოდებულის მირონმდინარე ხატთან ერთად მოილოცავენ მთა „რკინისჯვარს“.
მსურველებს გზად ელოდებათ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ულამაზესი ბუნება, შთამბეჭდავი ხედები, მეგობრული გარემო და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები.
ღონისძიების განრიგი:
2018 წლის 11 მაისი (პარასკევი)
15:00 სთ. თბილისი – სიონის საკათედრო ტრაძრიდან წმიდა ანდრია პირველწოდებულის მირონმდინარე ხატის წამობრძანება ხარაგაულში (მომლოცველებს უფასოდ მოემსახურებათ მიკროავტობუსი);
18:00 სთ. ხარაგაული – ხარაგაულის ტაძარში ხატის მიბრძანება და პარაკლისის გადახდა;
19:00 სთ. ხარაგაული – კულტურული ღონისძიება და გამოფენა-გაყიდვა ღია ცის ქვეშ;
22:00 სთ. ხარაგაული – სასტუმროებსა და საოჯახო სასტუმროში განთავსება (სურვილის შემთხვევაში გამოყოფილი იქნება საკარვე ადგილები);
12 მაისი (შაბათი)
05:00 სთ. შეკრება ხარაგაულის მერიასთან, რეგისტრაცია, სატვირთო მანქანებზე გადანაწილება;
07:00 სთ. მსვლელობის დაწყება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისაკენ;
10:00 სთ. გზად შესვენება „ნიკალას წყაროსთან“ და ადგილობრივი სოფლის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; კვება I
12:00 სთ. სამანქანო მსვლელობის დასასრული (ზედა მიმართულებით). ფეხით მსვლელობა მთა „რკინის ჯვრისკენ“ (მანძილი 7კმ.)
15:00 სთ. რკინის ჯვარი – მთის მწვერვალზე ასვლა, პარაკლისი;
17:00 სთ. დაბრუნება პარკირებულ მანქანებთან; კვება II
18:00 სთ. მანქანებში ჩასხდომა, ხარაგაულში დაბრუნება;
23:00 სთ. თბილისში გამგზავრება უფასო მიკროავტობუსით.
სავალდებულო მოთხოვნები:
უფასო ტრანსპორტირების მსურველების წინასწარ ჩაწერა სავალდებულოა.
რეგისტრაციისათვის მიჰყევით შემდეგ ბმულს.
საერთო მსვლელობაში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია მსვლელობის დაწყებიდან მის დასრულებამდე არ გამოეთიშოს მთავარ მსვლელობას.
საერთო მსვლელობის მონაწილე ვალდებულია, დაემორჩილოს საერთო წესებს და მსვლელობის ორგანიზატორებს.
აუცილებელი აღჭურვილობა:
• საწვიმარი;
• თბილი ქურთუკი;
• თბილი ქუდი;
• მზის სათვალე;
• სათადარიგო სალაშქრო ფეხსაცმელი.
გასათვალისწინებელია:
ღონისძიების ორგანიზატორია ხარაგაულელი ახალგაზრდების ჯგუფი.
ღონისძიებების მხარდაჭერები არიან:
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია;
საქართველოს საპატრიარქო;
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
კომერციული ტურის დაგეგმვის შემთხვევაში აუცილებელია ღონისძიების ორგანიზატორებთან წინასწარ შეთანხმება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ბაქარი 591079075
შაკო 514 539191
ანდრო 574437722
ლექსო 558630000
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.