14 აპრილს ქალაქ ბოლნისში ჩატარდა 9 აპრილს თბილისში და 20 იანვარს ბაქოში ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნის XXII საერთაშორისო ტურნირი სამბოში.

ტურნირში 2001-2002 წლებში დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ. შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზა ხარაგაულელმა სპორტსმენმა ლევან ხაჩიძემ და პირველი ადგილი დაიკავა (მწვრთნელი სოსო ხაჩიძე).

14 აპრილს ზესტაფონში ჩატარდა იმერეთის პირველობა ძიუდოში 2005-2006 და 2007-2008 წლებში დაბადებულ მოზარდთა შორის. ამ ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს ხარაგაულელმა ნორჩმა ძიუდოისტებმა. პირველი ადგილი დაიკავეს ნიკა ლურსმანაშვილმა და თორნიკე ხაჩიძემ (მწვრთნელები ზაზა ბერაძე, სოსო ხაჩიძე). მესამე ადგილზე გავიდა ვასილ გრიგალაშვილი (მწვრთნელი სოსო ხაჩიძე).

21 აპრილს წყალტუბოში შალვა ბზიკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა ძიუდოში. წარმატებით იასპარეზა ხარაგაულელმა ნიკოლოზ ლურსმანაშვილმა. მან 46 კგ. წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა (მწვრთნელი ზაზა ბერაძე).

22 აპრილს ხაშურში ჩატარდა დავით დათიაშვილს ხსოვნის ტურნირი სამბოში 2002-2003 და 2004-2006 წლებში დაბადებულთა შორის. წარმატებით იასპარეზეს ხევის ძიუდოს სექციის აღსაზრდელებმა (მწვრთნელი სოსო ხაჩიძე). პირველი ადგილი დაიკავეს 66 კგ. წონით კატეგორიაში ლევან ხაჩიძემ და 81 კგ. წონით კატეგორიაში ნიკა შავიძემ. მეორე ადგილზე გავიდა ზურა ლომიძე. მესამე ადგილები წილად ხვდათ გიგი გრიგალაშვილს (73 კგ.), ვასილ გრიგალაშვილს (32 კგ.) და გიორგი სამხარაძეს (46 კგ.).

22-23 აპრილს ბაღდათში სსრკ მრავალგზის ჩემპიონის, პრიზიორის, სპორტის ოსტატის თეიურაზ ვაშაყმაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. მესამე ადგილი დაიკავა ხარაგაულელმა სპორტსმენმა ტარიელ ჭიჭინაძემ (23 კგ.) (მწვრთნელი ვეფხვია გამრეკელაშვილი).

ვეფხვია ღონღაძე
სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი