კარგ რჩევას მოგცემთ, თუ არა თქვენმა ზრდილობამ შეიძლება ძალზედ დაგაზარალოთ, – წერს სოციალურ ქსელში სტამბულში მყოფი დათო ლიკლიკაძე.
-კიბეებზე ჩამოვცუნცულდი გეზის პარკიდან პორტისკენ. დავინახე ეს „პატიოსანი“, მშრომელი კაცი, რომელიც თავის ბარგთან ერთად ამ საწმენდ საშუალებებს მოათრევდა ზურგით.
უცებ ფეხსაცმლის საწმენდი „ჩოთქი“ (ჯაგრისი) დაუვარდა. ეგრევე მოვტრიალდი და მივაწოდე. გაუხარადა და ახლავე უნდა გაგიწმინდო ფეხსაცმელებიო.
„უი რავა გეკადრება, მაგიტომ კი არა ჩამიდენია სიკეთე-თქო“, – მაგრამ ვინ გაცალა. მწვდა ცალ ფეხზე და წმენდა დამიწყო.
დავნებდი, მივაწოდე მეორე ფეხიც. გადამყვა თან, ბოლოს მითხრა 35 ლირა უნდა გადამიხადოო…
იქ რა ჩავატარე, ასე მოკლედ ვერ მოვყვები. ჩემი კივილი მთელ ტაქსიმის მოედანს ესმოდა და ექო ისტიკლალის გამზირსაც გადაწვდა.
თუმცა, მთავარი ეს კი არა არის, როცა სასტუმროში გაპრიალებული ფეხსაცმელებით დავბრუნდი, ჩვენმა მასპინძელმა მკითხა: „უი, „ჩოთქი“ ხომ არ დაუვარდა მწმენდავს და ხომ არ მიაწოდეო“.
ანუ ეს ამბავი ძალიან გავრცელებული ყოფილა.
შეგონება! – არასოდეს მიაწოდო „ჩოთქი“ მწმენდავს. ყველას ჩემხელა ხმა არ გაქვთ და კივილიც არ შეგიძლიათ.
P.S. ფოტოები გადაღებულია ჯერ კიდევ სიკეთის ჩადენის მომკის დროს და ავტორმა არ იცის, წინ რა ელოდებოდა…
2025 წლის იანვრიდან მერიისა და საკრებულოს თანამდებობის
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“
პარლამენტთან მიმდინარე მედიის წარმომადგენლების
ზამთრის არდადეგების შემდეგ, დღეს, 20 იანვარს, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი
მეორე დღეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გადაუღებლად თოვს.