2018 წლის 17 აპრილის დილა ძალზედ მძიმე გაუთენდა ხარაგაულს და განსაკუთრებით ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიას.

გიმნაზიას გამოაკლდა ორი არაჩვეულებრივი, სიცოცხლით აღსავსე ახალგაზრდა – შოთა ჭიპაშვილი და ალეკო ავალიშვილი, ორივე მე-11 კლასელი და სამლოცველო სახლის სტიქაროსნები.

მათ ცხოვრება უხაროდათ და გარშემო მყოფთათვის სიყვარულსა და სიკეთეს გასცემდნენ.

აქტიური მოქალაქეობითა და საქმიანობით გამოირჩეოდნენ … მთელი გიმნაზია გლოვობს, დიდი თუ პატარა ცრემლად იღვრება, დარდისგან ადგილს ვერ პოულობენ…

ყველა თვალცრემლიანი შედის ეზოში და სკოლის შენობაში, მათი საკლასო ოთახისაკენ სევდიან მზერას აპარებენ… არავის უნდა, დაიჯეროს საშინელი და მწარე რეალობა… ყველას მათი მომღიმარი სახე უდგას თვალწინ… შოთას დინჯი, ვაჟკაცური სიარული და საუბარი… ალეკოს მოცქრიალე, მომცინარი სახე. დადიოდა და ცეკვავდა, ცეკვა ხომ მისი მასაზრდოებელი იყო…

გული სტკივათ… გული სტკივათ… ყველას… ყველას…  ვინაც გიცნობდათ, თუ არ გიცნობდათ.

17 წლის ასაკში დიდი სიყვარული დატოვეთ ყველას გულში.

შოთა და ალეკო, თქვენ ყოველთვის ყველას გულში იცოცხლებთ. ყველა ილოცებს თქვენი სულისთვის, რათა უფალმა დაუმკვიდროს თქვენს სპეტაკ სულს ცათა სასუფეველი, სადაცა მართალნი განისვენებენ!
ხარაგაულის სასულიერო გიმნაზია

გთავაზობთ ორი ვიდეოჩანაწერს:
მუზეუმში გამართულ ღონისძიებაზე თანაკლასელთან ერთად ცეკვავს შოთა ჭიპაშვილი;
მეორე ვიდეოში თეთრი პულოვერით ცეკვავს ალეკო ავალიშვილი.