„შენების მოძრაობის“ ლიდერი და 2012 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი რეგიონებში მხარდამჭერებსა და აქტივისტებს ხვდება. დღეს, 20 აპრილს, დავით უსუფაშვილმა შეხვედრა ხარაგაულში გამართა.
მასთან ერთად ხარაგაულში „შენების მოძრაობის“ წარმომადგენელი თენგიზ შერგელაშვილი იმყოფებოდა.
„შენების მოძრაობის“ სამომავლო გეგმებზე დავით უსუფაშვილმა საკუთარი ხედვა ხარაგაულელ თანამოაზრეებს გააცნო. თავის მხრივ მათაც თავიანთი შეხედულებები გამოთქვეს.
„ხელისუფლების შეცვლით, სამწუხაროდ, ბევრი ვერაფერი შევცვალეთ, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა შეხვედრაზე, – საზოგადოებაში უფრო მეტად ინერტულობა და ხელჩაქნეულობა იგრძნობა. გამოსავალია მოსაძებნი, როგორ შევცვალოთ ის, რაც არ მოგვწონს – ოპოზიციური ძალები გავერთიანდეთ არსებული ხელისუფლების შესაცვლელად, თუ ჯობია მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი ძალებით 10-15%-იან ნიშნულს მივაღწიოთ და ასე თანდათან გავხდეთ მნიშვნელოვანი სხვა პოლიტიკური ძალებისთვის. არ შეიძლება მუდმივად იმაზე ვიყოთ ორიენტირებული, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიასთან ალიანსით აღმოვჩნდებით უმრავლესობაში.“
„შენების მოძრაობა“ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. მზად ვარ, ვიყო პრეზიდენტობის კანდიდატი, მაგრამ არა მხოლოდ „შენების მოძრაობის,“ არამედ მათიც, ვისთვისაც ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა მისაღები იქნება. ასევე მზად ვართ მხარი დავუჭიროთ სხვა კანდიდატს, თუკი საერთო ხედვებზე შევთანხმდებით.
საპრეზიდენტო არჩევნების განხილვა შეუძლებელია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გარეშე. 2020 წლისთვის პოლიტიკურ ასპარეზზე საჭიროა ახალი სერიოზული, მძლავრი პოლიტიკური მოთამაშის გამოჩენა.
„შენების მოძრაობა“ პოლიტიკურ პარტიად ჯერ არ რეგისტრირდება. საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაინტერესებული ვიქნებით, რომ მეტმა პარტიებმა და ჯგუფებმა მოვძებნოთ ერთმანეთთან საერთო. ამაზე იქნება დამოკიდებული კანდიდატის ვინაობა და ის კონფიგურაცია, ვისთან ერთადაც არჩევნებში ჩავერთვებით.“
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და „შენების მოძრაობის“ სამომავლო პრიორიტეტებზე დავით უსუფაშვილთან ვრცელ ინტერვიუს გაზეთ „ჩემი იმერეთის“ უახლოეს ნომერში გაგაცნობთ.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.