არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი ხარაგაულში“ მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საკითხებზე პროექტს განახორციელებს.
ამ ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა და პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან გურგენიძემ დღეს, 18 აპრილს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრში პროექტის პრეზენტაცია გამართა.
პროექტი „ჩვენ აქ ვართ“ შშმ ბავშვთა საჭიროებების კვლევასა და საზოგადოებაში მათი სოციალიზაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტის საბოლოო ამოცანაა, რომ კვლევების საფუძველზე შემუშავდეს მიზნობრივი სოციალური პროგრამა, რომელიც 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
პროექტი, შშმ ბავშვთა საჭიროებების კვლევასთან ერთად, მშობელთა ცნობიერების ამაღლებას, მათ მიერ კომიტეტის შექმნასა და ორწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას ითვალისწინებს. მიზნობრივ ჯგუფებს ა/ო „დეას“ წარმომადგენელი მადონა ხარებავა შეხვდება.
„იმის მიუხედავად, რომ სკოლებში ინკლუზიური განათლება დაინერგა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები საზოგადოებისგან მაინც გარიყულები და სახლში გამოკეტილები არიან, – ამბობს რუსუდან გურგენიძე, – ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანია, მათ თავი ჩვენს თანასწორებად იგრძნონ.“
პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.
პრეზენტაციაზე მყოფმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და შშმ ბავშვთა მშობლებმა პროექტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.
„ჩვენ აქ ვართ“ ევროკავშირისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.