მუსიკალური კონკურსი – „იმერეთის ხმა – 2018“ ქუთაისში 16 აპრილს გალა კონცერტით დაიხურა. დასკვნით ტურზე საპრიზო ადგილებისა და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული კონკურსანტები დასახელდნენ.
წლევანდელ კონკურსზე გრან-პრი წყალტუბოს მუსიკალური სკოლის ვოკალურმა ანსამბლმა დაიმსახურა. პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე სამ-სამი გამარჯვებული დასახელდა.
პირველი ადგილი ზესტაფონელმა მომღერლებმა – მარიამ გიგოლაშვილმა, ნიკა მახათაძემ, ლუკა ლელაძისა და ანი ვარდუკაძის დუეტმა დაიმსახურეს;
მეორე ადგილის მფლობელები არიან: მარიამ მანჯავიძე (ხარაგაული), სალომე თევზაძე (სამტრედია), მარიამ მაჩალაძე (ქუთაისი);
მესამე ადგილზე გავიდნენ: მარიამ ბერიძე (თერჯოლა), სესილი სიორდია (ქუთაისი), კესო თუთბერიძე (ზესტაფონი).
ხარაგაულიდან „იმერეთის ხმის“ დასკვნით ტურში ხუთი მომღერალი მონაწილეობდა. ხუთივე მათგანის გამოსვლა კონკურსზე წარმატებული და შედეგიანი აღმოჩნდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მარიამ მანჯავიძემ მეორე ადგილი დაიმსახურა, ლეილა ხიჯაკაძე „ფესტივალის აღმოჩენა“ გახდა, თამარ ბერაძემ გაიმარჯვა ნომინაციაში „საბავშვო სიმღერების საუკეთესო შემსრულებელი,“ თამარ ლურსმანაშვილი დაჯილდოვდა ფრენბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ გოჩა ბანძელაძის სპეციალური პრიზით, გიგი ცხადაძემ ლაურეატის წოდება მიიღო.
„იმერეთის ხმის“ ორგანიზატორი ნანა იამანიძე ამბობს, რომ წლევანდელი ფესტივალი ყველაზე საუკეთესო და საინტერესო აღმოჩნდა.
„კონკურსი უკვე მეოთხე წელია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება. ჟიურის წევრებმა – კომპოზიტორმა მარიკა კვალიაშვილმა, მომღერალმა თემურ თათარაშვილმა, მუსიკათმცოდნე ლია ბახტაძემ და მერაბ კვიცარიძემ აღნიშნეს, რომ მომღერლები მაღალი საშემსრულებლო ოსტატობით გამოირჩეოდნენ, – ამბობს ნანა იამანიძე, – შესაძლოა, მომავალი წლიდან ფესტივალში იმერეთის გარდა სხვა მხარეების მომღერლები ჩაერთონ. უახლოეს ხანში ახალგაზრდა შემოქმედის, ნუკრი კარკაძის მიერ ფესტივალის ჰიმნი შეიქმნება.“
ფესტივალის მიზანი ქართული სიმღერის პოპულარიზაცია და ნიჭიერი მომღერლების გამოვლენაა.
„ქართულ სიმღერას არც უნდა სჭირდებოდეს პროპაგანდა, – ამბობს ნანა იამანიძე, – პირველ რიგში, ჩვენს კულტურას უნდა ვცეთ პატივი. ქართული მრავალხმიანი სიმღერა ყველას სიამოვნებას ანიჭებს. მჯერა, ვინც ბავშვობიდან მღერის, აუცილებლად კარგი ადამიანი იქნება, რადგან ბუნებას, სილამაზესა და სიყვარულს უმღერის.“
ფოტოზე: „იმერეთის ხმის“ გრან-პრის მფლობელი წყალტუბოს სამუსიკო სკოლის ვოკალური გუნდი დაჯილდოებისას
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ფოტო
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.