17 აპრილს გვიან ღამით ხარაგაულში ავტოავარიის შედეგად ორი არასრულწლოვანი გარდაიცვალა. ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები ალექსანდრე ავალიშვილი და შოთა ჭიპაშვილი შემთხვევის ადგილზე დაიღუპნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოპოვებული ინფორმაციით, გამოიძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე და მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ერთ-ერთი გარდაცვლილის, ალეკო ავალიშვილის დედამ, რომელიც საბერძნეთში იმყოფება, დატრიალებული ტრაგედიის შესახებ ამ დილით სოციალური ქსელით შეიტყო. მან გუშინ საბერძნეთიდან გამოფრენა ვერ შეძლო, რადგან თვითმფრინავის ყველა ბილეთი გაყიდული იყო. ალეკოს დედა, ელისო დეკანოსიძე, საქართველოში ხვალ, 19 აპრილს, ჩამოფრინდება.
გარდაცვლილ ახალგაზრდებს შაბათს, 21 აპრილს, ხარაგაულის სამლოცველო სახლში დაასვენებენ და კვირას, 22 აპრილს, დაკრძალავენ.
გარდაცვლილი ახალგაზრდები ხარაგაულის ეკლესიის სტიქაროსნები იყვნენ.
„ჩემი იმერეთის“ რედაქცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახებს.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.