

ხარაგაულში მუნიციპალური ააიპ-ების რეორგანიზაცია გრძელდება. ათი მუნიციპალური ააიპ-ის შერწყმის შედეგად სამი ააიპ-ი ჩამოყალიბდა.
ააიპ-ების შერწყმის შედეგად ახლად დარეგისტრირებული ააიპ-ების დირექტორებიც დაინიშნენ.
უკვე ცნობილია დირექტორთა მოადგილეების ვინაობა.
„დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ დირექტორ თემურ ფურცელაძის ინფორმციით, ამ ააიპ-ში კეთილმოწყობის მიმართულებით დირექტორის მოადგილე დავით ლაცაბიძე იქნება.
„სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ დირექტორ გრიგოლ (გია) ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ამავე ააიპ-ში სპორტის მიმართულებას დავით გელაშვილი უხელმძღვანელებს, შიდა ტურიზმისას – ბერიკა თურმანიძე, ხოლო საფუხბურთო კლუბ „ჩხერიმელა 2009“-ის მთავარი მწვრთნელი პაატა ლურსმანაშვილი იქნება.
რაც შეეხება „კულტურისა და ხელოვნების ცენტრს,“ მისი დირექტორის, ნიკოლოზ მაჭავარიანის ინფორმაციით, ამ ააიპ-ში შემავალ ხალხური შემოქმედების სახლს საგადასახადო დავალიანება აღმოაჩნდა. ამიტომ ააიპ-ის რეგისტრაციის პროცესი შეფერხდა. ნიკოლოზ მაჭავარიანის ინფორმაციით, აღნიშნული ხარვეზი დღეს გამოსწორდება და ის კონკრეტული მიმართულებებით მოადგილეებს, სავარაუდოდ, ხვალ დანიშნავს.
ახალდანიშნული დირექტორები ამჟამად ააიპ-ების საშტატო ნუსხაზე მუშაობენ. მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებ ინფორმაციას შემდგომ დღეებშიც მოგაწოდებთ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,