წელს უკვე მეორედ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მოსაპოვებლად კონკურსია გამოცხადებული.
ამ კონკურსის დეტალებზე დღეს, 10 აპრილს, ხარაგაულელ მასწავლებლებს შარშანდელი კონკურსის ერთ-ერთი ფინალისტი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათია ფურცელაძე ესაუბრა. მან ხარაგაულელ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
„თითოეული თქვენგანის მონაწილეობა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მოსაპოვებლად არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი, – აღნიშნა ნათია ფურცელაძემ შეხვედრაზე, – ძალიან კარგია, რომ თქვენი პრაქტიკული საქმიანობის შესახებ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიგონ. ამ კონკურსით მასწავლებლის პროფესიისადმი დამოკიდებულება უკეთესობისკენ შეიცვლება.“
წელს სიახლეა ის, რომ მასწავლებელს, მისი სურვილის შემთხვევაში, სკოლის ადმინისტრაცია ან სკოლის დირექტორი წარადგენს. ეროვნული ჯილდოს მოპოვების მსურველმა მასწავლებელმა ვებგვერდზე http://www.tprize.ge/ უნდა ატვირთოს ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის შესახებ, სამოტივაციო წერილი და სამი რეკომენდაცია.
„ერთ-ერთი სარეკომენდაციო წერილის დაწერა ჩემს მეთორმეტეკლასელ მოსწავლეს ვთხოვე, – აღნიშნა ნათია ფურცელაძემ, – არ იფიქროთ, რომ თუ პირველ ათეულში ვერ მოხვდით, თქვენი შესაძლებლობები, გამოცდილება და კომპეტენცია დაკნინდება. მთავარია, გადაწყვეტილების მიღებამდე სიღრმისეულად გაეცნოთ კონკურსის პირობებს, შეაფასოთ საკუთარი გამოცდილება. ამ კონკურსში მონაწილეობა არის ძალიან საინტერესო.“
შეხვედრაზე მყოფმა ხარაგაულელმა მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ მათთვის კონკურსის ფინალისტის განმარტებები და გამოცდილების გაზიარება სერიოზული სტიმულია მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მოსაპოვებლად.
კონკურსში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია ვებგვერდზე http://www.tprize.ge/ 20 აპრილამდე გრძელდება.
წარმატებებს ვუსურვეთ ხარაგაულელ მასწავლებლებს.
შეგახსენებთ, რომ კონკურსი „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ წელს მეორედ ტარდება. შარშან ჯილდოს მფლობელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა გახდა.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.