

ხარაგაულის ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ზიპლაინის ფედერაციის და „rafting in kutaisi“-ის მხარდაჭერით ხარაგაულში 28 და 29 აპრილს ექსტრემალური ტურია დაგეგმილი.
აღნიშნულ ტურში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც მოლაშქრეთა კლუბებსა და დამოუკიდებელ მოლაშქრეებს, ასევე ადგილობრივი ექსტრიმის მოყვარულებს.
28 -29 აპრილი
11:00-17:00 სთ – ზიპლაინზე დაშვება ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე (სიგრძე 100-130 მ).
28 აპრილი
15:00-18:00 სთ – ჯომარდობა მდინარე ჩხერიმელაზე (სიგრძე 4-7 კმ)
მონაწილეთა ასაკი: ზიპლაინი – 15 წელი და ზემოთ
ჯომარდობა – 18 წელი და ზემოთ
ფასები: ზიპლაინი – 5 ლარი ერთი დაშვება;
ჯომარდობა – 20 ლარი.
დაინტერესებული პირები და მსურველები დაწვრილებითი ინფორმაციისთვის და სიაში ჩასაწერად 25 აპრილამდე დაუკავშირდით ხარაგაულის ტურიზმის ცენტრის ოფისს ან დარეკეთ ტელეფონებზე 595 45 30 51, 595 45 29 94.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ტრადიციული
დღეს, 2 ივლისს, თეატრალური ფესტივალის „თეატრალური იმერეთის“
ხარაგაულელმა ნუგზარ ლომსაძემ და რამდენიმე დღის წინ თავსგადამხდარი ამბავი
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია აგრძელებს რუბრიკას – ფერმერი გვირჩევს.