

2012-2013 სასწავლო წელს წარჩინებული სწავლისთვის 26 ხარაგაულელი კურსდამთავრებული მედლებით დაჯილდოვდა. მათ 7 თებერვალს საგანმანათლებლო რესურსცენტრში რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დავით კიკნაძემ, გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა და მისმა მოადგილეებმა მედლები გადასცეს.
დავით კიკნაძის ინფორმაციით, განათლების სამინისტროს პროექტი – წარჩინებული სწავლისთვის მოსწავლეთა მედლებით დაჯილდოება – მესამე წელია ხორციელდება. წელს თერთმეტმა ხარაგაულელმა კურსდამთავრებულმა ოქროს მედალი, ხოლო თხუთმეტმა ვერცხლის მედალი დაიმსახურა. შარშან მედლებით 31 მოსწავლე დაჯილდოვდა, შარშანწინ – 36. აღსანიშნავია, რომ წელს 26 მედალოსნიდან 11 სასულიერო გიმნაზიის კურსდამთავრებულია.
„ოქროს და ვერცხლის მედალს აქვს სიმბოლური დატვირთვა და არა რაიმე პრივილეგია. თუმცა, მისი მიღება ძალიან სასიხარულოა,“ – აღნიშნა დავით კიკნაძემ კურსდამთავრებულების დაჯილდოებისას. მან განათლების სამინისტროსგან განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. დავით კიკნაძემ ისურვა, რომ უმაღლესდამთავრებული ახალგაზრდები დაუბრუნდნენ ხარაგაულს და აქ გააგრძელონ საქმიანობა.
მედალოსნებს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა მიმართა და წარმატება მიულოცა. „გვსურს, რომ საუნივერსიტეტო განათლების მიღების შემდეგ დაბრუნდეთ ხარაგაულში. ახალგაზრდების დაწინაურება მიმაჩნია ძალიან აუცილებლად. სწავლა და განათლება წარმატების ერთ-ერთი გამორჩეული საფუძველია. მხოლოდ საკუთარი სწავლით, შრომით და პროფესიონალიზმით შეგიძლიათ იყოთ წარმატებულები.“
ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ: ანა მესხი, დავით მაჭავარიანი, ჯემალ მაღლაფერიძე, დავით ჭიპაშვილი, ლია ჯანიაშვილი (სასულიერო გიმნაზია); ოთარ აბაშიძე, ამირან ლომიძე (ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა); მზია აბულაძე, რეზო დეკანოსიძე (ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა); მარიკა ხაჩიძე (ხევის საჯარო სკოლა); ლიკა ხიჯაკაძე (კიცხის საჯარო სკოლა).
ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ: გიორგი გოგოლაძე, თინათინ ლურსმანაშვილი, ცოტნე ტაბატაძე, შოთა ლომიძე, გიორგი ძიძიგური, დავით ჭიპაშვილი (სასულიერო გიმნაზია); გაგა გოგოლაძე (ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა); გიორგი აბაშიძე (ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა); მაია ხაჩიძე (ხევის საჯარო სკოლა); გიორგი შავიძე (ლაშის საჯარო სკოლა); თინათინ ბერაძე (ხიდრის საჯარო სკოლა); ლაიმა მდინარაძე, თეონა ფოფხაძე (კიცხის საჯარო სკოლა); ანა გოლუბიანი (ხარაგაულის #3 საჯარო სკოლა).
ვუსურვოთ ხარაგაულელ ახალგაზრდებს შემდგომი წარმატებები.
ნინო კაპანაძე
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,