

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „თვითმმართველობა ხალხისათვის“ თავმჯდომარე ინგა მაღრაძე ბრიუსელში საინფორმაციო ტურის ფარგლებში იმყოფება.
აღნიშნული ტური ამერიკის საელჩოსა და ნატოს ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ერთობლივი ორგანიზებით მიმდინარეობს.
ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში,1996 წლიდან ეწყობა საინფორმაციო შეხვედრები პოლიტიკური პარტიის ლიდერებისა და მაღალი რანგის საჯარო მოხელეებისათვის.
ინგა მაღრაძის ინფორმაციით, ამ პროექტში წელს პირველად ჩართეს თვითმმართველობების წარმომადგენლები. მათთვის ნატოს შტაბბინაში შეხვედრები დღეს, 10 აპრილს, დაიწყო.
ქართულ დელეგაციაში არიან ბათუმის, ზუგდიდის, ხაშურის, ამბროლაურის, ხარაგაულისა და თეთრიწყაროს თვითმმართველობების წარმომადგენლები სხვადასხვა პარტიებიდან, ასევე – თიანეთის გამგებელი თამაზ მეჭიაური.
ინგა მაღრაძის ინფორმაციით, საინფორმაციო ტურის მონაწილეები თავად საელჩომ შეარჩია.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი