

ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა ქეთევან ზუმბაძემ 4 თებერვალს ბორითის საბავშვო ბაღში მოსალოდნელი სიახლეები ადგილზე გააცნო საბავშვო ბაღის კოლექტივს და აღსაზრდელთა მშობლებს.
„საბავშვო ბაღის მუშაობაში ჩართულობისთვის აუცილებელია თქვენი მოსაზრებების, შენიშვნების, წინადადებების გაზიარება, რაც საბოლოო ჯამში, აღსაზრდელების კეთილდღეობისთვისაა გამიზნული,“ – აღნიშნა ქეთევან ზუმბაძემ შეხვედრაზე. მან ზოგადად ისაუბრა სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში მოსალოდნელ სიახლეებზე, იმაზე, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბებაში საბავშვო ბაღს.
რაც შეეხება კონკრეტულად ბორითის საბავშო ბაღს, აქ წლებია შენობის ფლობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, აღსაზრდელებს უარს ეუბნებიან ბაღში მიღებაზე და მხოლოდ ერთი – 25 ბავშვიანი ჯგუფი ჰყავთ. ბორითში კი სხვადასხვა ასაკის 60 სკოლამდელია.
ქეთევან ზუმბაძის ინფორმაციით, ბორითის საბავშვო ბაღის შენობა უკვე გადმოეცა მუნიციპალიტეტს და სექტემბრიდან 70 აღსაზრდელი შეუდგება ბორითის საბავშვო ბაღში სწავლას სამ ასაკობრივ ჯგუფში.
აპრილიდან დაიწყება საბავშვო ბაღის შენობის სარემონტო სამუშაოები, რომლისთვისაც 200 ათასი ლარია გამოყოფილი. შენობა მთლიანად გარემონტდება.
ქეთევან ზუმბაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სექტემბრიდან დასაქმდება შვიდი პიროვნება. აღმზრდელების შესარჩევად სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება კონსკურსს გამოაცხადებს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს, ქეთევან ზუმბაძის ინფორმაციით, გადაეცა ახალი სახელმძღვანელოები, ლოგინი, სათამაშოები, ტელევიზორები, გაზქურები, სარეცხი მანქანები. ამ სიახლეებმა, ბორითის საბავშვო ბაღის დირექტორის, თამარ ტაბატაძის თქმით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მათი სამუშაო გარემო და პირობები.
ქეთევან ზუმბაძე ბორითის საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლებსა და თანამშრომლებს ვერა თაბუნიძეს, მაია წიქარიშვილს და ირენა პრეიკშაიტენეს მარტამდე დაემშვიდობა. მარტში, გაერთიანების დირექტორი ბორითის საბავშვო ბაღს ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის თოჯინების თეატრის ახალი სპექტაკლით „მაშა და დათვი“ ესტუმრება და ბორითის აღსაზრდელთა მიერ გამართულ დედის დღისადმი მიძღვნილ პრეზენტაციას დაესწრება.
ნინო კაპანაძე
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,