

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მგზავრების მომატებული რაოდენობის გამო, საქართველოს რკინიგზა მატარებლის დამატებით რეისებს თბილისი-ბათუმი-თბილისისა და თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით დანიშნავს.
აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციისგან მოპოვებული ინფორმაციით, ახალდანიშნული რეისების მატარებლები ხარაგაულის რკინიგზის სადგურზე არ შეჩერდებიან. თბილისი-სენაკი-თბილისის მატარებელი ხარაგაულის მახლობლად მოლითისა და ზესტაფონის სადგურებში გაჩერდებიან.
5, 6, 7, 9 და 10 აპრილს (#808/807) თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით 4 ვაგონიანი, ორ სართულიანი შტადლერის ელექტრომატარებელი ახალი განრიგით იმოძრავებს. თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან მატარებელი 10:30 საათზე გავა, ბათუმში ჩავა 15:30 საათზე. ბათუმიდან გამოვა 17:10 საათზე და თბილისში ჩავა 22:03 საათზე.
თბილისი-სენაკი-თბილისის 4 ვაგონიანი ელექტრომატარებელი (#878) 5, 6, 7, 9 და 10 აპრილს თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 8:50 საათზე გავა, სენაკში ჩავა 13:08 საათზე. სენაკიდან მატარებელი 19:45 საათზე გამოვა და თბილისში 23:59 საათზე იქნება.
მატარებლის ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ საქართველოს რკინიგზის სალაროებში, სწრაფი გადახდის აპარატებით, რკინიგზის ვებ-გვერდზე და სპეციალურად სმარტფონებისთვის შექმნილი აპლიკაციის მეშვეობით. (Georgian Railway Tickets)
„საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც
პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის