

დღეს, 2 აპრილს, ხარაგაულის მუნიციალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.
დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე დადებითად შეაფასეს 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, მხარი დაუჭირეს საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში ხარაგაულის საფოსტო განყოფილების შენობის უკან მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეტანას და ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიისთვის დამატებითი ფართის გადაცემას.
საკრებულოს წევრებმა ცნობად მიიღეს ხარაგაულის საკრებულოში ორი ახალი ფრაქციის – „თვითმმართველობა ხალხისათვის“ და „ქართული ოცნება-მწვანეების“ შექმნა.
ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეები“ შექმნეს დეპუტატებმა აკაკი ლურსმანაშვილმა, იულონ კოპაძემ და მარინე ხვედელიძემ. ამ ფრაქციას აკაკი ლურსმანაშვილი უხელმძღვანელებს, მოადგილე იულონ კოპაძე იქნება.
ფრაქციის „თვითმმართველობა ხალხისათვის“ თავმჯდომარეა დეპუტატი „შენების მოძრაობიდან“ ინგა მაღრაძე, მისი მოადგილე – დეპუტატი „ევროპული საქართველოდან“ აკაკი მაჭავარიანი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ახალშექმნილი ფრაქციების ჩათვლით, ხუთი ფრაქციაა.
ფრაქციის თავმჯდომარის ყოველთვიური ანაზღაურება 1 650 ლარია, მოადგილის – 1 100 ლარი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,