ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილება აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ქართული პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობები.
პრეპარატი, რომელმაც საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებს ეკუთვნის. სასწავლებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეპარატი ახლა ფინალურ გამოცდას გადის, ტესტირების რეჟიმში კი აშშ-ს, უკრაინისა და ბელურუსიის სამეცნიერო ჯგუფების ჩართვაა გათვალისწინებული. ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, ამ ეტაპზე, კომენტარისგან თავს იკავებენ.
განიხილავენ თუ არა პრეპარატს აზიური ფაროსანასთან ბრძოლის საშუალებად ოფიციალურ დონეზე? სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ავტორებს ნივთიერების რეგისტრირებისთვის მათთვის არ მიუმართავთ. უწყების უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია ამ პროცესისთვის საჭირო პროცედურებსა და ეტაპებს განმარტავს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი კი აღნიშნავს, რომ ახალ პრეპარატებთან დაკავშირებულ საკითხებს მედია, სამეცნიერო წრე და მოსახლეობა სიფრთხილით უნდა მოეკიდოს, უწყება კი ენტომოლოგების ნებისმიერი საინტერესო ინიციატივის მხარდაჭერისთვისაა მზად.
მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“- JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის, შესაძლოა, არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში