მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას – ბზობას ზეიმობს.
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის მოძღვარმა მამა ანტონმა (სულთანიშვილი) სადღესასწაულო წირვის შემდეგ მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა და დალოცა:
-მადლობა უფალს დღევანდელი დღისათვის, დღევანდელი წირვის, ზიარებისა და ყოველივე იმისათვის, რასაც გვაძლევს ჩვენ ღმერთი, რომელიც გვზრდის და გვწყალობს.
დიდება და მადლობა მას ამ უსაზღვრო და დაუმსახურებელი წყალობისათვის.
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.
თითოეულ თქვენთაგანს გილოცავთ. როგორც მაცხოვარი შედის დიდებით იურუსალიმში, ასევე შემოგვეშვას ჩვენს გულებში უფალი ჩვენი იესო ქრისტე.
დღევანდელი ბზის კურთხევა ემსახურება იმას, რომ მარად ჩვენს გულებში დიდებით მივიღოთ იესო ქრისტე. როგორც დიდებით შედის იერუსალიმში, ასევე დიდებით უნდა შემოვუშვათ ჩვენს გულებში უფალი, რათა იესო ქრისტემ განკურნოს ჩვენი სულები, ჩვენი ხორცი, ჩვენი გული.
ის ადამიანი, ვინც ქრისტესთან იქნება და უფალი ვისთანაც დაივანებს, ძალიან ნეტარი და ბედნიერია.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ ღვთის სიყვარულში, ერთმანეთის სიყვარულსა და პატივისცემაში. ქრისტე არს ჩვენს შორის.
ამინ!
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.