აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, აქტიური საველე სამუშაოები უკვე დაიწყო. საქართველოს მასშტაბით 100 ათასი ფერომონი დამონტაჟდება.

ასევე ტყის ფართობებზე „მოიზიდე და მოკალი“ სისტემები განთავსდება. იქიდან გამომდინარე, რომ ტყეების შეწამვლა არ შეიძლება, ქიმიური საშუალებებით ტყის განაპირა პერიმეტრი დამუშავდება, – ამის შესახებ ცნობილი ზუგდიდში, დასავლეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან და მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებმა და სპეციალისტებმა მათ მავნებლის წინააღმდეგ სამთავრობო გეგმის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

ასევე მოსახლეობა უშუალოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე სისტემის განთავსებას ადგილზე გაეცნო. სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მონიტორინგის სისტემების განხორციელების ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტში ფერომონების დამონტაჟება უკვე დაიწყო. ბაღლინჯოს წინააღმდეგ ბრძოლის მექანიკურ საშუალებებზე მარტი-აპრილის პერიოდში მუდმივი დაკვირვება განხორციელდება.

ლევან დავითაშვილი ფიქრობს, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სახელმწიფოს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის მაქსიმალური კომუნიკაციისა და კოორდინაციის შედეგად 2018 წელს ზიანი შედარებით ნაკლები იქნება.

სტატია მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ისმხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებშირომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRCპარტნიორმედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებსის, შესაძლოა,
არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.