ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის (დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი) ინიციატივით ხარაგაულში ჩამოყალიბდა „ინიციატორთა დარბაზი“ ხარაგაულის განვითარებისთვის.
„ინიციატორთა დარბაზის“ ოცი მუდმივი წევრი თავად ტურიზმის განვითარების ცენტრმა შეარჩია. თუმცა, ნებისმიერ მოქალაქეს ექნება ამ პროექტში ჩართვის შესაძლებლობა.
„ინიციატორთა დარბაზის“ წევრები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის ხელშემწყობ წინადადებებს წარმოადგენენ, განიხილავენ, დაამუშავენ და შესაბამის სამსახურებს მიაწვდიან.
„ინიციატორთა დარბაზის“ პირველი შეკრება 4 თებერვალს გაიმართა. შეხვედრები ყოველი თვის პირველ სამშაბათს ჩატარდება.
მაისუროვის ბაღის განაშენიანება, აფხაზეთში გმირულად დაღუპული მებრძოლების სახელების მინიჭება ქუჩებისთვის, რიკოთის გვირაბიდან ხევისკენ მომავალ გზაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის აღმნიშვნელი ტრაფარეტის დადგმა, ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის ჩასასვლელში საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის შედგენა, პროფესიული სასწავლებლის შექმნა, ძირულიდან ზესტაფონისკენ მიმავალი გზის გაუქმებული მონაკვეთის აღდგენის საკითხის დასმა, ცენტრალური ავტომაგისტრალიდან ხარაგაულისკენ მომავალ გზაზე სარკის გაკეთება, ხარაგაულში დასუფთავების აქციის დამკვიდრება, ღია ესტრადისთვის გივი ბუაჩიძის სახელის მინიჭება, ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის მიმართულების მანიშნებელი ტრაფარეტის დადგმა სოლომონ მეფის ქუჩაზე, ხარაგაულში საზოგადოებრივი ტუალეტის მოწესრიგება, დაბა ხარაგაულში კანალიზაციის გაკეთებაზე ზრუნვა, ათასი ნერგის დარგვის აქცია – ეს ის იდეებია, რომლებზეც ინიციატორთა დარბაზის წევრებმა პირველ შეხვედრაზე ისაუბრეს.
ინიციატორთა დარბაზის დაფუძნების ორგანიზატორის, მამუკა ჭიპაშვილის თქმით, აღნიშნული იდეები დამუშავდება და განსახორციელებლად შესაბამის სამსახურებს წარედგინება.
ლაურა გოგოლაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი