

ფაროსანას წინააღმდეგ დასავლეთ საქართველოში 5 საველე შტაბი იმუშავებს, რომლებსაც აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული შტაბი გაუწევს კოორდინაციას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, 2018 წელს, გასულ წელთან შედარებით, სპეცტექნიკის რაოდენობა გაზრდილია და მთელი საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტი ეკიპაჟი იმუშავებს. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ასევე მონიტორინგის შედეგები თავს რეგიონულ შტაბში, ერთიან ელექტრონულ სისტემაში იყრის, რის შემდეგაც უკვე საველე სამუშაოების დაგეგმვა ხდება.
ლევან დავითაშვილმა ასევე იმ ოთხ ძირითად მიმართულებაზე ისაუბრა, რომელიც მავნებელთან ბრძოლის კუთხით ხორციელდება, ესენია: საინფორმაციო კამპანია, მონიტორინგი, შეწამვლითი ღონისძიებები და სამეცნიერო საქმიანობა. მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია მოსახლეობამდე სწორი ინფორმაციის მიტანა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის შეფასებით, სახელმწიფო მავნებელთან ბრძოლის კუთხით მიმდინარე წელს უფრო მომზადებულია.
მავნებლის წინააღმდეგ საველე სამუშაოების დაწყებას ეხმაურება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი. ლევან შონიას განმარტებით, დაგეგმილია სოფლის რწმუნებულებთან, მათ თემში არსებული მდგომარეობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა.

სტატია მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ისმხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას” პროექტისფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორმედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა
არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
8 თებერვალს საქართველოში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე
დღეს, 11 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“
6 თებერვალს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში კონკურსის,
გაზაფხულიდან გაიყიდება ფუტკრის ძლიერი ოჯახები, 10 ჩარჩოზე.