ანი მეიფარიანი ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეა. სკოლაში მასზე მოსწავლეები ამბობს, რომ მეგობრული, თბილი, თავმდაბალი, ბეჯითი და კეთილია. წარჩინებული მოსწავლე, უკვე რამდენიმე წელია, აქტიურადაა ჩართული „კინგსის“ ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში, თანაც – წარმატებულად.

„ქართული ენის ოლიმპიადაში ოთხჯერ ვმონაწილეობდი, – გვიამბობს ანი, – აქედან ბოლო ორი კონკურსი ჩემთვის განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა. 2016 წელს იმერეთის მასშტაბით, 92 ქულით, მეორე ადგილზე გავედი. პირველ ადგილზე გასულმა 93 ქულა მოიპოვა. დაჯილდოებაზე გამოგვიცხადეს, რომ ბაკურიანის ბანაკში დავისვენებდით. საუკეთესო ადამიანებთან მოვხვდი. ჩვენი ჯგუფის ლიდერი მსახიობი იყო და ჩემი ბიძაშვილის ნაცნობი აღმოჩნდა. გუნდს „კალციფერიანთკარი“ ვუწოდეთ. კალცი-ფერი არის მაგიური ფერი, რომელიც არ ქრება და ჩვენი გუნდის წევრების ერთმანეთისადმი სიყვარულიც არ გაქრება. 2017 წლის ოლიმპიადაშიც მაღალ შედეგებს მივაღწიე. ამ ოლიპიადის შემდეგაც შედგა ბანაკი. ამჯერადაც გამიმართლა და გუნდის ლიდერი ჩხერელი აღმოჩნდა. ბევრი მეგობარი შევიძინე.

ზედიზედ მეორედ იმერეთის მასშტაბით პირველობა ჩემთვის მოულოდნელიც იყო და სასიხარულოც. მეგობარმა შემატყობინა, რეიტინგები ნახეო. ვერ აღვწერ იმ სიხარულსა და ემოციას, რაც ჩემი შედეგების შეტყობისას დამეუფლა.

მოსწავლეებს ვეტყვი, რომ ოლიმპიადაში წარმატების მისაღწევად მხოლოდ სასკოლო მასალა საკმარისი არაა. დიდი მადლობა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ქალბატონ ნანა დევდარიანს, რადგან ჩემი მიღწევა მისი დიდი შრომის დამსახურებაა. დარწმუნებული ვარ, რომ შრომა შედეგს აუცილებლად გამოიღებს.“

ანი, გარდა იმისა რომ წარმატებული მოსწავლეა, გატაცებულია ცეკვითა და კლასიკური მუსიკით, გიტარის შესწავლით, აქტიურადაა ჩართული სკოლის ეკოკლუბის საქმიანობაში.

წარმატებებს ვუსურვებ ანის და სხვა მოსწავლეებს ვურჩევ, რომ მიბაძონ მას.

მონიკა ბუცხრიკიძე
ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ სტუდენტი