

სამების საკათედრო ტაძრის დარბაზში დღეს, 29 მარტს, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის მიერ ორგანიზებული ესეების კონკურსის – „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“ მეორე ტური გაიმართა.
კონკურსის მეორე ტურში ხარაგაულიდან მხოლოდ ერთი – ბაზალეთის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე კესო ჩხიკვაძე მონაწილეობდა. კონკურსანტებს უნდა დაეწერათ ესეები დავით აღმაშენებლის სიტყვებზე – კაცობრიობისათვის მომადლებული უდიდესი საუნჯე წიგნებია.
კონკურსის მეორე ტურის შედეგები მაისის დასაწყისში გამოქვეყნდება. დასკვნითი ტურიც მაისში უნდა ჩატარდეს.
წარმატებებს ვუსურვებთ კესო ჩხიკვაძეს და მის მასწავლებელს ნინო კვირიკაშვილს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,