ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აუდიტისა და ზედამხედველობის სამსახურის შექმნის საკითხი დააყენა. ამ საკითხზე მან 3 თებერვალს საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა.
გამგებლის თქმით, შიდა აუდიტის შესახებ კანონი ადგილობრივ თვითმმართველობას აძლევს უფლებას, რომ ასეთი სამსახური არსებობდეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში.
„ეს სამსახური იქნება ძალიან მობილური სამსახური და ის რეაგირებას მოახდენს ბიუჯეტიდან გასული და სხვადასხვა სუბიექტების მიერ დასახარჯი საბიუჯეტო თანხების კონტროლზე, მათ შორის ეფექტიანობის, ეკონომიურობისა და რაც მთავარია, კანონიერების თვალსაზრისით,“ – ამბობს კობა ლურსმანაშვილი.
გამგებლის ინფორმაციით, ზედამხედველობის სამსახური გააკონტროლებს სამსახურების შიდა დისციპლინას და სხვა იურიდიული პირების მიერ კანონდარღვევის შემთხვევებს -ტერიტორიების დანაგვიანების, მშენებლობის პირობების დარღვევის ფაქტებს. გამგებლის თქმით, შიდა აუდიტისა და ზედამხედველობის სამსახური ძალიან მასშტაბურია თავისი უფლებამოსილებით და ის იქნება ერთ-ერთი ხერხემალი წესრიგის დამყარების კუთხით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
კობა ლურსმანაშვილის თქმით, ის უახლოეს დღეებში დააყენებს საკრებულოს წინაშე რიგგარეშე სესიის მოწვევის საკითხს, რადგან, მისივე თქმით, ამ სამსახურის შექმნა ძალიან პრინციპული საკითხია. გამგებელი დარწმუნებულია, რომ საკრებულო მხარს დაუჭერს შიდა აუდიტისა და ზედამხედველობის სამსახურის შექმნას.
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“