აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაობი, სავარაუდოდ, აპრილის მეორე ნახევრიდან ან მაისის თვიდან დაიწყება. ეს მნიშვნელოვნად დამოკიდებულია მონიტორინგის შედეგებზე.

ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა  პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ნიკა მესხის განმარტებით, საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია მონიტორინგის პროცესი, რაც პირველ რიგში მისი გავრცელების არეალის დადგენასა და იმ ვადის განსაზღვრას გულისხმობს, თუ როდის უნდა ჩატარდეს შეწამვლითი ღონისძიებები.

ასევე აუცილებელია მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მოსახლეობის ჩართულობა. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები შეწამლავენ როგორც სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართობებს, ასევე არა საკარმიდამო დიდ ნაკვეთებს. ისეთ ადგილებში, სადაც სპეციალისტები ვერ შეძლებენ ქიმიური საშუალებით დამუშავებს, ადგილობრივებმა სამუშაოები თავად უნდა განახორციელონ.

 

პრეპარატის დარიგება მიმდინარე წელს სახელმწიფო პროგრამით არ არის გათვალისწინებული. გასული წლის სექტემბერ-ოქტომბერში, 230 ათასს ოჯახს დაახლოებით ჰექტარნახევარი ფართობის შესაწამლად საკმარისი პესციდიტი და ფერომენი დაურიგდა.

მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი მოსახლეობას მოწოდებს, ვისაც არ გამოუყენებია ეს პრეპარატი, ან ნაწილი აქვს დარჩენილი, შეწამვლლის დროს აუცილებელია უსაფრთხოების ნორმების დაცვით ახლა დაამუშაონ საკუთარი ბაღები, რადგან პრეპარატს შენახვის ვადა სამი წელია.

მისი თქმით, თუ მავნებლის წინააღმდეგ ღონისძიებები დროულად არ გატარდება, შესაძლებელია წლევანდელ მოსავალს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგეს, რადგან ბაღლინჯო სამასზე მეტი სახეობის მცენარით იკვებება.

„მიმდინარე წელს ჩვენი რესურსი გაათმაგდა. ჩვენ მთელი წლის განმვალობაში შეგვეძლება ვამუშაოთ 160 ერთეულამდე სპეციალური ტექნიკა. გამოყენებული იქნება როგორც თერმული ტექნოლოგია, ასევე ე.წ. ცივი შესხურება. აგრეგატები უკვე საქართველოშია. ასევე, ის საჭირო პესციდიტი რაც ღონისძიებებისთვის გვჭირდება – დასავლეთ საქართველოში ესეც უკვე დასაწყობებული გვაქვს და მთლიანობაში შეგვეძლება 250 ათასი ჰექტარი ოთხჯერადად დავამუშაოთ“,- აღნიშნა მესხმა.

მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანასპროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

სინქრონი:
ნიკა მესხი – მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი.