ცხრადღიანი ტრენინგი თემაზე „პროექტებით სწავლება“ ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში პირველ თებერვალს დაიწყო და თვის ბოლომდე გასტანს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მესამე კლასის დამრიგებლებისთვის ტრენინგს მასწავლებელთა სახლის ტრენერი ნინო მღებრიშვილი ატარებს.
მასწავლებლები ცხრა დღის განმავლობაში, – თებერვლის ყოველ შაბათ-კვირას, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (IT) გამოყენებით პროექტების გაწერას შეისწავლიან.
ხარაგაულში ტრენინგის ჩასატარებლად საგანმანათლებლო რესურსცენტრმა (უფროსი დავით კიკნაძე), მასპინძელი სკოლის დირექტორმა ვალერი გოგნაძემ და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემების IT სპეციალისტებმა ივანე ჭიპაშვილმა, ჯაბა ფცქიალაძემ და ირაკლი ცქიტიშვილმა ყველა
პირობა შექმნეს, – ამბობს ტრენერი, – ტრენინგის მონაწილე მასწავლებლები აღჭურვილები არიან ბუკებით და აქვთ საჭირო უნარ-ჩვევები, რაც შემოთავაზებული ტრენინგის მასალის ათვისებაში გამოადგებათ.
ლაურა გოგოლაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი