

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ისტორიის პედაგოგთა ასოციაციის წევრებისა და ისტორიული მუზეუმის თანამშრომლების ავტორობით გამოიცა წიგნი „ხარაგაულის ქრონიკები.“
„ჩემი იმერეთის“ რედაქციასთან მოქმედი ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ სტუდენტებმა „ხარაგაულის ქრონიკების“ ერთ-ერთი ავტორი, ისტორიკოსი ზეინაბ ბუაჩიძე ამ დღეებში რედაქციაში მოიწვიეს.
ქალბატონი ზეინაბი „იმედი ხვალის“ სტუდენტებს, მათთვის საინტერესო სხვა თემებთან ერთად, ამ წიგნის შექმნის შესახებაც ესაუბრა.
წიგნი ორი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა წარმოდგენილი ჩვენი კუთხის ისტორია. მეორე ნაწილში თავმოყრილია ხარაგაულელი პედაგოგების ნაშრომები.
წიგნის მიზანია, ახალგაზრდობა დააინტერესოს საკუთარი მხარის ისტორიით, ხელი შეუწყოს ტურიზმის განვითარებას, ხარაგაულის სიძველეთა წარმოჩენას.
წიგნი მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევითა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით დაიბეჭდა.

ფოტოებზე: ზეინაბ ბუაჩიძე; ისტორიკოსი ზეინაბ ბუაჩიძე „ჩემი იმერეთის“ რედაქციასთან მოქმედი ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ სტუდენტებთან შეხვედრაზე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლოდ გაჭირვებულ და
22 დეკემბერს 11 ტენდერი გამოაცხადა ხარაგაულის თვითმმართველობამ,
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაცია, ხელშეკრულებით
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ დღეს,