21 მარტს, ქართული ჟურნალისტიკის დღეს, ჭიათურის მუნციპალიტეტის მერმა პაატა ნადირაძემ ჭიათურაში მოქმედი მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები მერიაში მიგვიწვია და პროფესიული დღე მოგვილოცა.
შეგახსენებთ, რომ გამომცემლობა „ჩემი იმერეთი“ 2017 წლის მარტიდან ჭიათურაში გამოცემს გაზეთს „ჩემი ჭიათურა.“
პაატა ნადირაძემ ადგილობრივი მედიის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჟურნალისტებთან თანამშრომლობისთვის ყოველთვის მზადაა.
-ჟურნალისტი ობიექტური და სამართლიანი უნდა იყოს, – აღნიშნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა ჩვენთან შეხვედრაზე, – არასდროს შევალ გარიგებაში არც ერთ ჟურნალისტთან, რომ ჩემზე კარგი დაწეროს. გთხოვთ, რა პრობლემასაც დაინახავთ, გააშუქეთ. ეს, პირველ რიგში, ჩემთვისაა კარგი, რომ გამომაფხიზლოთ. სამი თვეა, რაც ჭიათურის მერის თანამდებობაზე ვარ. რაღაცები არ ვიცოდი და ადგილობრივი პრესით გავიგე. რეფორმები და ცვლილებები დაგვჭირდა იმისთვის, რომ მუშაობის ტემპი და ხარისხი გაიზარდოს.
გულწრფელად მოგმართავთ, – გვაჩვენეთ პრობლემები და ჩვენ მათ ოპერატიულად გამოვასწორებთ. ყველაფერზე, შესაძლოა, არ მქონდეს ინფორმაცია. ამიტომ საზოგადოებასა და თქვენ უნდა მოგისმინოთ, რომ შესაბამისი რეაქცია მქონდეს. ჩემთვის ტრაგედიაა, თუ მეტყვით, რომ ყველაფერი კარგად მიდის.
მართლა მჭირდება თქვენი – ჟურნალისტების მხარდაჭერა. მძიმეა ხელისუფალის ტვირთი. ვეცადოთ, რომ ერთმანეთს გული გავუმაგროთ და ხელი არ ჩავაქნევინოთ.
მადლობა თავისუფალი მედიის ფასეულობების დამკვიდრებასა და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისთვის, – აღნიშნა ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: ჟურნალისტები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჭიათურის მერიაში შეხვედრის შემდეგ
გიორგი კურტანიძის ფოტო
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.