

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ამ ეტაპზე სპეციალისტების ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია საველე პირობებში ქიმიური წამლობაა.
ხარაგაულელი მეფუტკრე ლაშა გურგენიძე ამბობს, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ქიმიური პრეპარატების არასწორად გამოყენება ფუტკარს გაანადგურებს.
„მივმართავ მეფუტკრეებს, მევენახეებს, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ყველა ფერმერს, კარგად გაეცნონ ქიმიური პრეპარატების შესახებ ინფორმაციას. თხილის ან სხვა ნარგავების ქაოტურად შეწამვლა სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს, – ამბობს ლაშა გურგენიძე, – ჩემი თხოვნაა, საკუთარი ხელით ნუ გავანადგურებთ ხარაგაულში შედარებით ძლიერად განვითარებულ მეფუტკრეობას.“
ლაშა გურგენიძე ფერმერებს სთავაზობს, რომ ქიმიური შეწამვლა ორგანიზებულად განხორციელდეს. მოსახლეობამ ერთმანეთს წინასწარ აცნობოს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და ფუტკარი მოაშორონ შეწამვლის ადგილიდან.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ხარაგაულელ მეფუტკრეს ლაშა გურგენიძეს ტელეფონით შემდეგ ნომერზე: 593 76 97 00.
აზიური ფაროსანას წინააღდეგ ქიმური შეწამვლის შესახებ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი