დიდმარხვის მეოთხე კვირას ხარაგაულის სამლოცველოში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) სამეუფეო წირვა აღავლინა.
მეუფემ წირვის შემდეგ მრევლს მარხვაში ლოცვების გაძლიერებისა და გულწრფელი სინანულისკენ მოუწოდა.
„მარხვა უფალთან სულიერად გვაახლოებს, – აღნიშნა მეუფე მელქისედკმა ქადაგებისას, – ბოროტი ძალა სწორედ მარხვით და ლოცვით განიდევნება. მადლობა ღმერთს, რომ როცა ბოროტი ძლიერდება, იქვე მადლი გარდაემატება. უნდა გვახსოვდეს, რომ უფალზე ძლიერი არავინაა. მთავარია, ღვთის წინაშე მართალნი ვიყოთ.
წინააღმდეგობების ნუ შეგეშინდებათ. ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ, ჩვენი სულიერი გაძლიერებისთვის ხდება. მადლობა ღმერთს, რომ ხარაგაულში ტაძარი მშვენდება და ღვთის შეწევნით, კეთილი ადამიანების თანადგომით, მშენებლობა დასრულდება. ბოროტს არ მოწონს, როცა ასეთ საქმეს ვაკეთებთ, მაგრამ არ შეშინდეთ, ღმერთია ჩვენთან. მთავარია, ჩვენ არ გადავუხვიოთ უფლის გზიდან და მისი მცნებებით ვიცხოვროთ. შეგვეწევა ღვთის ძალა და აუცილებლად გავალთ სამშვიდობოს.
მადლობა ყველას, ვინც ხარაგაულის ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობს. ხარაგულში რომ მოქმედი ტაძარი იქნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა უფალს, რომ ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიაშიც სარემონტო სამუშაოების ბოლო ეტაპს დავიწყებთ. საქართველოს ეკლესიაში მარგვეთისა და უბისის ეპარქია სამაგალითო იქნება. შეგვეწიოს ამ ეპარქიაში მოღვაწე დედათა და მამათა ლოცვა, დაგვიფაროს ხილული და უხილავი მტრისაგან.“
მოუსმინეთ მეუფე მელქისედეკის ქადაგებას:
პრეზიდენტმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის
2024 წლის 17 აპრილს გავრცელებული
ევროკავშირის სანქციებმა უკვე მნიშვნელოვნად შეასუსტა რუსეთის
მეთოთხმეტე წელია, სრულიად საქართველოს
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული