16 მარტს, 12:00 საათზე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში, ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მონაწილეები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის III რაუნდის პირობებისა და მოთხოვნების შესახებ.
კონკურსი დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.
საგრანტო კონკურსის მიზანია საუკეთესო პრაქტიკების გამოვლენა, რომელიც გააუმჯობესებს სწავლების მიწოდების ხარისხს და გაზრდის პროფესიული განათლების მიმზიდველობას ახალგაზრდებსა და ზრდასრულებში.
გრანტის მოცულობა 5,000 აშშ დოლარიდან – 25,000 აშშ დოლარამდეა.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ორგანიზაციას, მათ შორის საჯარო და კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ჩართულნი არიან როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლებაში, კერძო კომპანიებს, პროფესიულ ასოციაციებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.
მოთხოვნა წინადადების მოწოდებაზე (RfP) და განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ პროექტის ვებ-გვერდზე (http://www.iswd.ge/eng/documents/2/). განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 11 აპრილი.
ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიის
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო 2024 წლის
დაბადებიდან 49 წლის იუბილეს ვულოცავთ მის ყოვლადუსამღვდელოესობას, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსს,
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმისა და
„მაღალმთიან დასახლებებში